რეზონანსი - ერთ თვეში მანქანების ტექდათვალიერების პირობები შეიცვლება და გამკაცრდება

რეზონანსი - ერთ თვეში მანქანების ტექდათვალიერების პირობები შეიცვლება და გამკაცრდება

access_time2019-09-05 19:20:12

ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ცვლიელბა კანონმდებლობაში სექტემბრის ბოლოს შევა და მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილები, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება. ე.წ. `დაშპაკლული~ და ნაავარიები მანქანები, თუკი ჩაითვლება, რომ საგზაო უსაფრთხოებას რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.

 

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტში ცვლილება უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება და ავტოპარკის განახლების თვალსაზრისითაც, აუცილებელია.

 

,,რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის შესაძლებელია ამ ცვლილებამ დღის შუქი იხილოს. არსებული მოთხოვნები გადაიხედება. ცვლიელბები უკვე სექტემბრის ბოლოს მომზადდება. ეს იქნება ევროდირექტივის ბაზაზე შექმნილი დოკუმენტი, რის შესაბამისადაც არსებული რეგლამენტი მთლიანად შეივსება, რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობის გათვალსიწინებით, - განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ რეგლამენტი ტაქსებისთვის ცვლილებას არ ითვალისწინებს. მათთვის პირობები უკვე შეიცვალა. ძალაში რჩება 6-თვიანი პერიოდულობა, ანუ ამ დროში უნდა გაიარონ ტექდათვალიერება.

 

მანქანის მცირე გარეგნული დეფექტის შემთხვევაში, ავტომობილი არ დაიბლოკება, მაგრამ გამოსწორების ვადა მიეცემა, გააჩნია რა ტიპის დაზიანება იქნება. თუკი საგზაო მოძრაობისთვის საფრთხეს არ შეუქმნის, ტედინსპექტირებას ჩვეულებრივ გაივლის, მაგრამ სერიოზული დაზიანებაზე თვალ აღარ დახუჭავენ. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ ავტოპარკის განახლება მოხდეს. რეალურად ავტომობილები ძალიან მოძველებულია, რაც ქმნის პრობლემას უსაფრთხოების კუთხით, - აღნიშნა იორდანიშვილმა ,,რეზონანსთან საუბრისას.


 

რაც შეეხება ტექდათვალიერების ერთ-ერთი ძირითად პრობლემას, რომელიც მძღოლების მიერ სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ხრიკის გამოყენებას უკავშირდება, ამ მხრივ პრევენციის მიზნით ცვლილება მოსალოდნელი არ არის. უნდა ითქვას, რომ მძღოლების ხშირად მიმართავენ გაუმართლებელ მეთოდს პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სხვადასხვა გზით თავიდან ასარიდებლად ან უპატიოსნოდ გასავლელად. მათ წინააღმდეგ კი, როგორც სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი ამბობს, სისტემა მზად არ აღმოჩნდა.

 

,,კითხვებს აჩენს საწვავის ხარისხი, ჯერ ამის კვლევა უნდა დაიწყოს. გამოდის, რომ არავის იცის, როგორ საწვავს ასხამს ავზში, მაგრამ მძღოლს სთხოვენ, რომ მანქანა გამართული იყოს ტექნიკურად, რაც წარმოუდგენელია. მძღოლების მხრიდან დაუდევრობის ფაქტები უკვე მომრავლდა და რამდენად მზად არის სისტემა ასეთი ამბებისთვის, უცნობია. მაგალითად, არსებობს ასეთი მაქინაციები, რამაც კარგად მოიკიდა ფეხი. ეს არის ინსპექტირებისათვის სათადარიგო ნაწილების თხოვება ან ქირაობა. ესეც ერთგვარ ბიზნესად იქცა, - განუცხადა ,,რეზონანსს მესხიშვილმა.

 

სპეციალისტები ტექდათვალიერებისას ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხად გამონაბოლქვთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევენ.

 

,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ მის ორგანიზაციას პრეტენზია აქვს გამონაბოლქვთან მანქანების დაკავშირებით, რომელიც კვლავ რჩება გამოწვევად. ფაქტია, რომ ქვეყანაში ახლაც უამრავი ავტომობილი გადაადგილდება, რომელიც მომწამვლელ აირს აფრქვევს. ამიტომ ლალიაშვილის თქმით, აუცილებელია მანქანის შიდა წვის სისტემის გამართულობაზე მოთხოვნა გამკაცრდეს, რათა მომავალში მეტი პრობლემა არ შეიქმნას.


BPN.GE




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up