რეზონანსი - ახლო პერიოდში ვერც კურსი გამყარდება და არც ფასები დაიწევს

რეზონანსი - ახლო პერიოდში ვერც კურსი გამყარდება და არც ფასები დაიწევს

access_time2019-09-26 19:15:31

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად, 1%-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა, გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ლარი რომ არაბუნებრივად უფასურდება და შესაბამისად იზრდება ინფლაცია, ეს სავალუტო ფონდმა და ქვეყნის წამყვენმა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებამაც პირველად თქვეს ხმამაღლა. განაკვეთის ზრდის პირველ ეფექტს, 3-4 თვის შედეგ უნდა ველოდოთ, თუ საერთოდ მოიტანს შედეგს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია განმარტებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. 0.5%-ით გაიზარდა განაკვეთი 4 სექტემბრის სხდომაზეც. აქამდე არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ორი თვის წინ უცვლელად შენარჩუნებული პროცენტი რომ შეცდომა იყო, ნახტომისებურმა ზრდამ უკვე დაადასტურა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზარდა. შემდეგი სხდომა კი 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს. საფინანსო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ იქნება რეალური შედეგი, რადგან ეროვნული ბანკის ყველა ქმედება უკიდურესად დაგვაინებულია.

 

`მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხომის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა იმ რეალობამ, რაც ქვეყანაშია. აქამდე, რასაც სებ-ი კურსთან და ფულად-საკრედიტო რეგულირებასთან დაკავშირებით აკეთებდა, ეკონომიკურ კანონს აცდენილი იყო. საეჭვოა, ახლა შექმნილ სიტუაციას დამოუკიდებლად უშველოს. ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს. სავალუტო ბაზარზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ყოველთვის კომფორტულ სიტუაციაშია და მუდმივად აცხადებს, რომ ინფლაციას აკვირდება. ასე არც ერთი ცენტრალური ბანკი არ იქცევა, ამიტომ მისი ფუნქციის გადახედვა აუცილებელი და საჩქაროა.

 


დღევანდელი გადაწყვეტილება შედეგს გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს, უცებ არაფერი ხდება. ეროვნული ბანკის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი დაგვიანებულია და ამიტომაცაა, რომ მას არ აქვს შედეგი ეკონომიკაზე. ასეთი იყო ლარიზაციაც, რეზერვების გასაყიდად 32 მილიონის გამოტანაც და განაკვეთის ზრდაც”, - აღნიშნა `რეზონანსთან~ ხომიზურაშვილმა.

 

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის, სხვაგვარ შედეგებზე აკეთებს აქცენტს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკები”. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ.

 

სებ-ის გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის სტაგნაციის გამომწვევიც იქნება, - ასე აფასებს ,,რეზონანსთან” საუბრისას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლო ორ სხდომას, საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა.

 

,,რეფინანსირების განაკვეთის მატების ერთადერთი ფილოსოფია, ეკონომიკიდან ფულის ამოღება და ინფლაციური პროცესების მოთოკვაა. მექნაიზმი მარტივია, კომერციული ბანკები სარგებლობენ ამ სესხით და გასცემენ კრედიტებს. როცა იზრდება განაკვეთი, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს - ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს.

 

ეს არის ეკონომიკის სტაგნაციაში ჩაგდება. ზარალდება ყველაფერი, ფიზიკური და იურდიული პირები, მეწარმებიი და ა.შ. ეს მექანიზმი არის ერთადერთი რისი გამოყენებაც შეუძლია ეროვნულ ბანკს. იმის გამო, რომ თავის დროზე ლარის კურსი ვერ დაიჭირა და ინფლაციის სადავეები გაექცა, ახლა მიდის ვა-ბანკზე”, - განუცხადა ელიავამ ,,რეზონანსს”.

 

სანამ ცენტრალური ბანკი, ინფლაციის შეჩერებას და კურსის გამყარებას ცდილობს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კომერციული ბანკის დირექტორი ამბობს, რომ ლარის კურსთან მიმართებით საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა ტრიალებდეს. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს და ამ კუთხით ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

 

„კარგად გვესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის მარტივი მსესხებლისთვის და მათ უძვირდებათ ცხოვრება. შესაბამისად, ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ დღეს ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას საგარეო ფაქტორები არ ახდენს და საგარეო შოკები სახეზე არ არის, შესაბამისად, კურსი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას.

 

resonnancedaily





საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...


მსგავსი სიახლეები

up