„რეზონანსი“ - აპრილიდან გაზის მოხმარებაზე რეგულაცია მკაცრდება - ექსპერტთა აზრით, ოჯახისთვის ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება

„რეზონანსი“ - აპრილიდან გაზის მოხმარებაზე რეგულაცია მკაცრდება - ექსპერტთა აზრით, ოჯახისთვის ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება

access_time2019-03-20 17:30:01

ერთ თვეში გაზის მომხმარებლებისთვის გამკაცრებული რეგულაცია ამოქმედდება, რაც მოსახლეობას მატერიალურ ტვირთად დააწვება.


სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თითო ოჯახისთვის გასაწევი ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება და ამ ვალდებულების შესასრულებლად მომხმარებელი მოუმზადებელია. როგორც გაზეთი „რეზონანსი წერს, დაკისრებული ვალდებულებები მოქალაქეების დიდ ნაწილს პრობლემას შეუქმნის, რაც შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს.


გაზის გაჟონვა-აფეთქებების გამო გამკაცრებული რეგულაცია აპრილის პირველ ნახევარში ამოქმედდება. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. იგი ითვალისწინებს სპეციალური დოკუმენტაციის შექმნასაც, სადაც გაიწერება გაზის მიწოდების არსებული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემდგომ ეტაპზე კი დაგეგმილია ორგანიზაციების შექმნა, რომელთა მთავარი ფუნქცია ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული გაზ-დანადგარების მდგომარეობის შემოწმება-გადამოწმება იქნება. აუცილებელი გახდება სივრცეებში მეთანის გამჟონი დეტექტორის დამონტაჟებაც.


სემეკის წევრ გიორგი ფანგანის თქმით, რეგულაციის გამკაცრება ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.


„მოსალოდნელი ცვლილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გამიჯვნა, რაც ნამდვილად დროული და საჭიროა. გარდა ამისა, ამოქმედდება ადმინისტრაციული ჯარიმებიც. თანხებზე ჯერჯერობით დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შედარებისთვის გეტყვით, რომ მაგალითად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯერ გაფრთხილებას, შემდეგ კი 100 ლარის გადახდას. იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს თანხა 15 000 ლარამდე იზრდება.


როდესაც საუბარია ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ეს ბევრად რთული საკითხია, რადგან შესაძლოა, მას მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ აქ უფრო მკაცრი იქნება სანქცია და ჯარიმა, - აღნიშნა ფანგანმა „კომერსანტთან საუბრისას.



სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ რეგულაციის შემოღება ვითარებას მხოლოდ ნაწილობრივ შეცვლის, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ვალდებულების შესრულება ძალიან გაუჭირდება. უსაფრთხოების ექსპერტი სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ რეგულაცია გაზის გამანაწილებელ კომპანიებს საქმეს გაუადვილებს და პასუხისმგებლობის ტვირთი თითქმის მთლიანად მომხმარებელზე გადავა.


„ახალი რეგულაციით, ყველაზე უფრო ახალი თაობის გაზის ხელსაწყოები იქნება მოხმარებისთვის დაშვებული, რომელიც უფრო საიმედოა, მაგრამ ამ ხარჯის გაწევა მომხმარებელს გაუჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ძველი ტექნიკა უვარგისია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით მეტ ყურადღებას და ექსპლუატაციის წესების დაცვას საჭიროებს. გამოდის, რომ რეგულაცია უადვილებს საქმეს გაზის კომპანიებს, მათ არ დასჭირდებათ აქტიური მუშაობა, საინფორმაციო კამპანიის გაწევა და პასუხისმგებლობა უფრო მეტად მომხმარებეზე გადავა, - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან სიმონიშვილი.


მისი აზრით, უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ ხალხის შემოსავალი ხარჯს ვერ გასწვდება და მოსახლეობა მატერიალურად დაზარალდება.


„რეგულაციით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ფინანსურად საკმაოდ მძიმე ტვირთია. დედაქალაქში რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი იძულებული გახდება, ერთდროულად იყიდოს გაზის ახალი გამათბობელი, გამაცხელებელი და დაამონტაჟოს, რაც, სულ მცირე, 700 ლარი ჯდება. ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას.


რეგულაციის უმრავლესობა წინასაარჩევნოდ ბუმერანგივით შემოუტრიალდებათ. მოსახლეობას მასობრივად დაავალდებულებენ და იძულებულს გახდიან, ახალი ტექნიკა შეიძინონ. თუკი გაზის კომპანიებს მიეცემათ უფლება, რომ ძველი თაობის დანადგარებით მოსარგებლე მოქალაქეებს გაზის მიწოდება შეუწყვიტონ, ცხადია, ხალხი იძულებული გახდება, ახალი ხელსაწყო შეიძინოს, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დიდი უკმაყოფილება გაჩნდება, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში.


ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონმდებლები და ხალხი სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ. მთავრობა ცდილობს, გარეგნული ნიშნებით ჩვენი ქვეყანა დაამსგავსონ ევროპას და იქაური რეგულაციები შემოიღონ. უამრავ სტანდარტს გვახვევენ თავს, რისთვისაც ხალხი მატერიალურად არ არის მზად, არ აქვთ შემოსავალი და ვალდებულების შესრულება ძალიან გაუჭირდებათ.


ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი არათუ ევროპის, აფრიკის საშუალოდ განვითარებული ქვეყნების დონეზეც აღარ არის. მაგალითად, ნიგერიაში ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლოების მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ, ვხედავთ, რომ ხალხი ზარალდება, - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან სიმონიშვილი.



რეზონანსი





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up