„რეზონანსი“: 7 წელიწადში სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა

„რეზონანსი“: 7 წელიწადში სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა

access_time2017-08-16 13:30:07

ბოლო 7 წელიწადში სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა - ის ფირმები, რომელთაც ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს. მართალია, დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, თუმცა ნაწილი საბოლოოდ გაბანკროტდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

 

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბაგები სითი ჯგუფის გაკოტრების პროცესი დაიწყო. უფრო ადრე იგივე ბედი ეწია ცენტრ პოინტს, თუმცა მობინადრეების წინაშე არანაკლები ბრალი მიუძღვით დანარჩენებსაც - ევორდს, ოლიმპიურ ვარსკვლავს, მოდულს, ივერია სითის, იბერიას, სამშენებლო კომპანია ავტობანს, ლიბოს, თბილისს, მაგი სტილს, წავკისის ველს და სხვა, რომელთა მაქინაციურ სქემებზე რეზონანსი ინტენსიურად წერდა. ცხადია, გაცილებით მეტია მცირე კომპანიები ანდა ამხანაგობები, რომელთა საქმიანობა, მინიმუმ, ორ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსს და ასეულობით დაზარალებულს ითვლის.

 

ზუსტი რაოდენობა, რამდენმა კომპანიამ ვერ შეძლო საქმიანობის გაგრძელება, უცნობია. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების ინფორმაციით კი, კომპანიების დაახლოებით 20%-მა ეკონომიკური კრიზისის თუ სხვა მიზეზის გამო მუშაობა შეაჩერა.

 

სამშენებლო ბიზნესში არსებულ პრობლემას უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს.

 

სამშენებლო ბაზარზე მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ერთხელ უკვე დაკარგული პოზიციის აღდგენა ვერ შეძლეს და საბოლოოდ გაკოტრდნენ. ჩემი აზრით, კომპანიების დაახლოებით 20-25% გაუქმდა, ხოლო დანარჩენებმა პრობლემას მეტ-ნაკლებად გაართვეს თავი და სამშენებლო საქმიანობა განაგრძეს. ცხადია, ზოგიც ახალი გამოჩნდა, სიტუაცია მუდმივად იცვლება.

 

რამდენიმე წლის წინ ომი იყო და მსოფლიო კრიზისი, რამაც ხალხს 2/3-ით გაუნახევრა შემოსავალი. მდგომარეობის გამოსწორებას წლები დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ახლაც არის პრობლემები. როგორც ცნობილია, ცენტრ პოინტი საერთოდ გაკოტრდა, მისი ბედი გაიზიარა ბაგები სითი ჯგუფმაც. კომპანიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება ყოველთვის მენეჯმენტის პრობლემაა. ხშირია შემთხვევა, როცა ხარჯავენ იმაზე მეტს, რაც მოგება აქვთ. რატომღაც ფიქრობენ, რომ წინ წავლენ, განვითარდებიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მცირე პრობლემასთან გამკლავებაც უჭირთ, - ამბობს ფალავანდიშვილი.

 


ექსპერტი ვარაუდობს, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა მდგომარეობას საგრძნობლად გამოასწორებს.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ გათვლას, რაც კომპანიის წარმატება-წარუმატებლობას განაპირობებს. ამ მხრივ სიტუაცია არც ისე სახარბიელოა. უმეტეს შემთხვევაში კომპანიების გაკოტრების მიზეზი არასწორი გათვლაა, რისი პრობლემაც თითქმის ყველა ქვეყანაშია. ამერიკაშიც კი კომპანიებს აშენებული ქალაქები დაუნგრევიათ, რისკისგან არავინაა დაზღვეული.

 

იგივე დაემართა წავკისის ველს, რომელმაც მასშტაბური პროექტი დაიწყო, მაგრამ ვერ განვითარდა. მიუდგომელ ადგილებში მშენებლობა რისკს შეიცავს. ბოლო დროს ძალიან გართულდა მშენებლობის ნებართვის აღება, რაც ვითარებას ბევრად გააუმჯობესებს. არ მგონია, ბაზარი გაჯერდეს. ძალიან ბევრის აშენებაც თავისთავად სარისკოა, როცა ხალხს არ აქვს ფული, - დასძენს გურამ ფალავანდიშვილი.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამშენებლო ინსპექცია წელიწადზე მეტი ხნის წინ დაარსდა. მისი მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაზარალებულთა ბაზის შექმნაა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამაზ ედიშერაშვილი განმარტავს, რომ ზუსტი სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზრის გაკოტრებული კომპანიების შესახებ არ აქვთ. არც დაზარალებულთა რაოდენობაა ცნობილი, რადგან აქამდე ამ მხრივ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.

 

უძრავი ქონების ბაზრის დამცავი მექანიზმი, როგორც ასეთი, ქვეყანას არ გააჩნდა და ეს პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. შესაბამისად, დიდია რისკიც.

 

მსხვილ კომპანიებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენიმე ათეულს აღწევს ისეთი კატეგორიის მშენებელთა რაოდენობა, რომლებიც, მინიმუმ, ერთ კორპუსს მაინც აშენებდნენ, არ გამოუვიდათ და თავი მიანებეს. ამასობაში კი მოქალაქეები დაზარალდნენ. კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მშენებლობის ხარისხი, ტექნოლოგია, კომპანიის ავტორიტეტი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.

 

უამრავი კორპუსი დღეს თბილისში, ფაქტობრივად, წყალში დგას, მაგრამ ხალხი ცხოვრობს. ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. წარმოდგენაც კი მიჭირს, იმდენად დაუცველია დღეს უძრავი ქონების ბაზრის მომხმარებელი.

 

საქმე არ ეხება მხოლოდ 2-3 კომპანიას, საკმაოდ ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დაგროვდა ქვეყნის მასშტაბით. ახლა თითქოს რაღაც ძვრა შეინიშნება, მაგრამ თუკი ეს საქმეები გამოძიების იმედად დარჩა და სახელმწიფო ზრუნვის საგნად ვერ იქცა, მაშინ პრობლემები გარდაუვალია, - აცხადებს ედიშერაშვილი.

 

არ არის გამორიცხული, რომ ცენტრ პოინტის, ევორდის, ბაგები სითი ჯგუფის და სხვათა ბედი კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ გაიზიაროს. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ დაზარალებულების მხრიდან უწყებაში არაერთი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

 

 




„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე
access_time2020-11-24 11:00:08
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“...

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...


მსგავსი სიახლეები

up