რეზერვების შემცირებით დაბლოკილი რესურსი ეკონომიკაში უნდა ჩავუშვათ და დოლარზე მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ - ექსპერტები გვენეტაძეს პასუხობენ

რეზერვების შემცირებით დაბლოკილი რესურსი ეკონომიკაში უნდა ჩავუშვათ და დოლარზე მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ - ექსპერტები გვენეტაძეს პასუხობენ

access_time2020-05-05 10:00:31

„ბოლო პერიოდში არაერთხელ წავიკითხე მოსაზრება, რომ ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ან საერთოდ, განულებაა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი არ გამოდგება“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და იქვე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბანკებისთვის ეს მოთხოვნა შემცირდება, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა არის მოსალოდნელი, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალ დოლარიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.


არსებული კრიზისის ფონზე, ეროვნულ ბანკს სარეზერვო მოთხოვნის შემცირებისკენ ექსპერტების ნაწილი მოუწოდებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ბანკებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი, იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდონ.


„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბაზარზე დოლარის ლიკვიდობა და მიწოდება რომ გაიზარდოს, ერთ-ერთი საშუალება, უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვების შემცირება და ეკონომიკისთვის დოლარის გამოათავისუფლებაა.


„იმისთვის, რომ ბაზარზე დოლარის ლიკვიდობა და მიწოდება გაიზარდოს, ერთ-ერთი ჩვენი ხედვა არის, რომ რეზერვები რაც უცხოურ ვალუტაში აქვს სებ-ს მოზიდული, კიდევ უფრო შეამციროს და ეკონომიკისთვის დოლარი გამოათავისუფლოს. გარდა ამისა, ის ფაქტი რომ მარტში დეპოზიტები დოლარში გადავიდა, ნიშნავს რომ ლარის რესურსი ეკონომიკაში აღარ არის, რაც ძალიან ცუდი ფაქტორია. გარდა ამისა, ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე ლარის დეპოზიტები გაძვირდა, ანუ ნაკლები ლარი არის ეკონომიკაში და პროცენტები გაიზარდა, შესაბამისად სესხების გაძვირდება, ასეთ პირობებში კი ეკონომიკას დახმარება სჭირდება. მთელ მსოფლიოში ცენტრალური ბანკები ცდილობენ ბაზარს ლიკვიდობა მიაწოდონ, რომ საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს და შინამეურნეობებმა და კომპანიებმა ეს სესხები შეღავათიან პირობებში აიღონ, რათა ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა არ მოხდეს, ამიტომ ვფიქრობთ რომ სებ-მა ბაზარს ლიკვიდობა უნდა მიაწოდოს. აქ არის ერთი ფაქტორი, რომ ლარის გაუფასურების ეშინიათ, მაგრამ ერთი მხრივ ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობა უნდა მიაწოდოს და მეორე მხრივ რეზერვების ნორმა შეამციროს, რომ ლარზე დიდი ზეწოლა არ მოხდეს“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.



ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ მაშინ როდესაც ეკონომიკაში  მეტი ფულის ჩაშვებაა საჭირო, რომელმაც მეტი სამუშაო ადგილის და პროდუქციის შექმნა უნდა გამოიწვიოს, მას ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ვერ აკმაყოფილებს.


„რეზერვები შეამცირეს, მაგრამ თუ მინიმალური რეზერვების შემცირება კიდევ მოხდება ეს კარგია და იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხა გამოთავისუფლდება ბიზნესისთვის და მათთვის თუ ვინმე სესხის აღებას მოინდომებს, თუმცა არა მგონია ასეთ მაღალ საპროცენტო განაკვეთში სესხების აღების ბუმი იყოს. მაშინ როდესაც ეკონომიკაში საჭიროა მეტი ფულის ჩაშვება, რომელმაც უნდა გამოიწვიოს მეტი სამუშაო ადგილის და პროდუქციის შექმნა, მას ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ვერ აკმაყოფილებს. ერთადერთი ფუნქცია, რაც ეროვნულ ბანკს აქვს ეს ფასების სტაბილურობაა, რომელსაც ვერ აღწევს“, - განმარტავს ნიკა შენგელია.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს რეზერვების შემცირება, რათა ის რესურსი რომელიც გვაქვს და დაბლოკილია ჩავუშვათ ეკონომიკაში და დავაკმაყოფილოთ დოლარზე მოთხოვნა.


„როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად იზღუდება ეკონომიკაში და ადგილობრივი ვალუტის უნდობლობა დეპოზიტების დოლარიზაციას ზრდის, მნიშვნელოვანია მოხდეს იმ ბუფერების გამოყენება, რომელიც სისტემამ წლების განმავლობაში დააგროვა. მნიშვნელოვანია მოხდეს რეზერვების შემცირება, რათა ის რესურსი რომელიც გვაქვს და დაბლოკილია ჩავუშვათ ეკონომიკაში და დავაკმაყოფილოთ დოლარზე მოთხოვნა. ეს გამოიწვევს დოლარის რესურსის ზრდას ეკონომიკაში (საბანკო სექტორის მულტიპლიკატორის ეფექტით) და გაანეიტრალებს გაუფასურების მოლოდინებს, რაც უკვე გრძელვადიანი პერიოდის მდგრადობისთვის არის მნიშნვნელოვანი. კურსთან თამაშის დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენნაირ ეკონომიკაში გაცვლითი კურსის მიერ შოკების შეწოვის უნარი შეზღუდულია“, - აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.


შეგახსენებთ, რომ დღეისათვის კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up