რევაზ სოხაძე - უახლოეს პერიოდში გვექნება სრულფასოვანი მიწათსარგებლობის გეგმა

რევაზ სოხაძე - უახლოეს პერიოდში გვექნება სრულფასოვანი მიწათსარგებლობის გეგმა

access_time2018-04-04 10:30:00

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მერიის გადაწყვეტილებას „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე რამდენიმე მიზეზის გამო  ეთანხმება. მისი თქმით, არც „სითი ინსტიტუტს“ და არც თბილისის მერიას არ სურს გენგეგმის თაროზე შემოდება.

 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა“ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავჯდომარე რევაზ სოხაძემ ისაუბრა.

 

რამდენად იზიარებთ თბილისის მერის გადაწყვეტილებას?

 

ჩვენ არ გვინდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომლის რეალიზება არ იქნება შესაძლებელი, არ იქნება რეალისტური. ეს დოკუმენტი უნდა იყოს მომზადებული ისე და ბოლო პერიოდში სწორედ ამაზე მიდიოდა მსჯელობა, რომ მივიღოთ სრულყოფილი გენგეგმა, რომელიც იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მოსახლეობისათვის, ინვესტორებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თბილისში კერძო საკუთრებას ფლობს. ამიტომ მნიშვნელოვანია მერიის ეს გადაწყვეტილება, რომ უახლოესი თვენახევრის განმავლობაში ერთობლივად წარიმართოს მუშაობა  მერიისა და „სითი ინსტიტუტს შორის.

 


თქვენი აზრით,  ამ კომპანიას აქვს იმის რესურსი, რომ საბოლოო ჯამში დოკუმენტი სრულყოფილი სახით წარმოადგინოს?

 

ერთობლივი მუშაობით რაც დაანონსდა, ვფიქრობ, რომ ინტენსიურად იქნება კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებსა და „სითი ინსტიტუტს შორის. ჩემია აზრით, შევძლებთ მივიღოთ სრულფასოვანი  და კარგი დოკუმენტი.

 

თბილისის მერია ვერ ხედავს დოკუმენტის რეალობაში განხორციელების შესაძლებლობას ანუ ამ დოკუმენტს დასაბუთება აკლია?

 

შენიშვნები იყო  რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კერძო საკუთრების საკითხი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტერიტორიები თბილისში და თბილისის გარშემო არის გასხვისებული. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ზონალურ რუკას ეხება, უნდა იყოს ისე მიღებული, რომ არ დაზარალდეს პირველ რიგში ქალაქის ინტერესი ეკოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით. მაგრამ, ამავე დროს არ დაზარალდნენ ადამიანები, რომელებიც ამ ქონებას ფლობენ. ასეთი სწორი და პრაგმატულ გადაწყვეტილებების მოძებნა იქნება აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის მიმართულებით დაზუსტდეს გარკვეული მიმართულებები. განაშენიანების თვალსაზრისით საჭიროა უფრო მეტი სიზუსტე, რომ შემდგომში ყოველგვარი სუბიექტურობა გამოირიცხოს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება სრულფასოვანი მიწათსარგებლობის გეგმა.

 

 

კომერსანტი



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up