რევაზ სოხაძე: „იმისათვის, რომ დედაქალაქში გამართული სატრანსპორტო სისტემა მივიღოთ, აუცილებელია რეფორმა წარმატებით განხორციელდეს“

რევაზ სოხაძე: „იმისათვის, რომ დედაქალაქში გამართული სატრანსპორტო სისტემა მივიღოთ, აუცილებელია რეფორმა წარმატებით განხორციელდეს“

access_time2022-09-23 18:00:00

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია ეტაპობრივად ახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დაპირდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.


როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, იმისათვის, რომ დედაქალაქში საბოლოოდ გამართული სატრანსპორტო სისტემა მივიღოთ, აუცილებელია სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. რევაზ სოხაძის თქმით, დღეს თბილისის მერია სწორედ იმ პროექტებს ახორციელებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რევაზ სოხაძის თქმით, ნებისმიერი რეფორმა შესაძლოა საზოგადოებისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყოს, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ამის გარეშე ჩვენს ქალაქს უბრალოდ მომავალი არ აქვს.



„რეფორმა, რომელსაც თბილისის მერია ახლა ახორციელებს ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რეფორმები ერთი ხელის მოსმით არ ხორციელდება და საზოგადოებას დისკომფორტი ექმნება, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. მაგრამ, თუ არ მოვაწყვეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოო ჯამში მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს, ჩვენს ქალაქს უბრალოდ მომავალი არ ექნება. თუ არ დაიხაზა ავტობუსის ზოლები, 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება შეუძლებელი იქნება. დედაქალაქის მერია მიყვება იმ ხაზს, რაც ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც შეიძლება სწრაფად ახორციელებს იმ პროექტებს, რაც საბოლოო შედეგამდე გამართულ სატრანსპორტო სისტემამდე მიგვიყვანს. ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს სამუშაოები, რაც საცობების გამომწვევი მიზეზია, მაგრამ ამის გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.




თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი უარყოფითი პოზიცია იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მერიამ წარმატებით განახორციელა.



„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტები საავტობუსე ზოლების წინააღმდეგნიც კი იყვნენ, თუმცა შემდეგ საერთაშორისო გამოცდილებას გადახედეს და მიხვდნენ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თუ გვინდა, რომ ქალაქში ნორმალური სატრანსპორტო რეფორმა მივიღოთ“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.







„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...


მსგავსი სიახლეები

up