რევაზ კოპალაძე: უფლებამოსილება, რომელიც დროებით მმართველს ექნება, არც გენერალურ დირექტორს და არც დირექტორთა საბჭოს არ აქვს

რევაზ კოპალაძე: უფლებამოსილება, რომელიც დროებით მმართველს ექნება, არც გენერალურ დირექტორს და არც დირექტორთა საბჭოს არ აქვს

access_time2020-07-16 12:22:08

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების სკანდალურ პროექტს, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი). მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს კერძო საკუთრების მართვის განსახორციელებლად, განსაკუთრებულად დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. საკომიტეტო მოსმენები შუაღამემდე გრძელდებოდა.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბიზნესთან მოლაპარაკებები შედგა და მათ პრობლემა არ ჰქონდათ კანონის იმ კომპრომისულ ვერსიასთან, რომელიც მართალია წილების გასხვისებას კრძალავს, მაგრამ სამაგიეროდ დროებით მმართველს კომპანიაში ყოფნის განუსაზღვრელ ვადას ანიჭებს.


„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე აცხადებს, რომ მისი კომპანია არანაირ კომპრომისულ ვარიანტზე არ წასულა. მან საკომიტეტო სხდომაზე სიტყვა მოითხოვე და კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიმართა.


რევაზ კოპალაძე: პირველ რიგში, დავაფიქსირებ, რომ კავკასუსი არ არის ამ კომპრომისის ნაწილი, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არანაირ მოლაპარაკებებში და ორი სიტყვით გიპასუხებთ თქვენს შეკითხვაზე კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით.


ჩვენ არ ვყოფილვართ შეხვედრაზე და პარასკევს, თქვენთან ერთად რომ ვიყავით, გითხარით, რომ არ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას. არც დღეს მიგვიღია მონაწილეობა მოლაპარაკებებში და კონსესუსის ნაწილი არ ვართ.



მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ორი წლის თავზე დროებითი მმართველის შემოყვანის შემდეგ, დროებით მმართველს არ შეუძლია გაყიდოს აქციები და კომპანიის აქტივები, უკიდეგანოდ გაიზარდა თვითონ სპეციალური მმართველის ყოფნის დრო კომპანიაში. პრაქტიკულად, ჩემი ხედვით, გამოდის, რომ სპეციალური მმართველის შემოსვლის პირველივე დღეს, მოდის არა მმართველი, არამედ კომპანიის მესაკუთრე.


ის უფლებამოსილება, რომელიც ამ ადამიანს ექნება, შეიძლება არ ჰქონდეს არც ცალკე აღებულ გენერალურ დირექტორს და არც დირექტორთა საბჭოს და ასე შემდეგ. ანუ, ეს ადამიანი განკარგავს მთლიანად მთელს ქონებას, მის ოპერაციებს, მოგების განაწილებას და ასე შემდეგ.


მე პირადად, ამ ადამიანს აღვიქვამ როგორც მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის თავზე ის არაფრის გაყიდვას აპირებს“, – განაცხადა რევაზ კოპალაძემ.




NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up