რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის დანიშვნით, კომისია ცდილობს დაიდგინოს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები

რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის დანიშვნით, კომისია ცდილობს დაიდგინოს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები

access_time2020-07-09 23:38:49

დიდი ნაღმი”, “კატასტროფა”, “საშინელება სამართლებრივი კუთხით“, „ანტიკონსტიტუციური“ – ასე აფასებენ დარგის ექსპერტები და იურისტები საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებულ ცვლილებებს.


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება.


გარდა ამისა, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.


მედიის მფლობელებისა და მედიაექსპერტების მხრიდან გამოთქმული მძლავრი პროტესტის ტალღას მალევე მოჰყვა არანაკლები პროტესტი ავტორიზებული პირების მხრიდან. წერილი, რომელსაც ხელს 8 კომპანიის წარმომადგენელი აწერს, უკვე გაიგზავნა მთავრობისა და პარლამენტის სახელზე.


სასწრაფო წესით ინიცირებული და კიდევ უფრო სასწრაფო წესით დაწერილი კანონი, შესაძლოა ტესტი აღმოჩნდეს მთავრობისთვის ბიზნესისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით.


სახელმწიფო მმართველის დანიშვნა კერძო კომპანიებში უკვე შეფასდა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად.


რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ავტორიზებული პირები, ამასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე საუბრობს.


დღეს ავტორიზებული პირების საჯარო წერილი გამოქვეყნდა, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხება. აქამდე საზოგადოებამ კანონპროექტის კრიტიკა მხოლოდ მედია საშუალებების მხრიდან მოისმინა, თუმცა ოპერატორების საკმაოდ მოცულობითი წერილიდან ჩანს, რომ რისკის ქვეშ არიან ავტორიზებული პირები. თუ შეგიძლიათ, რომ მოკლედ გვითხრათ რა საფრთხეებს ხედავთ კანონპროექტის მიღებით?


პირველი, რაც ზედაპირზევეა და აშკარაა, არის ის, რომ კანონპროექტის მიღება, რომელიც კერძო პირების ინტერესებს პირდაპირ ეხება ყოველგვარი საჯარო განხილვის, სათანადო კვლევის ჩატარების, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ფორსირებული წესით ხდება. ერთი კვირაც კი არ არის გასული მას მერე, რაც ინფორმაცია შევიტყვეთ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, კანონპროექტს კი სულ რაღაც ორი დღის წინ გავეცანით. ხვალ კი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი კანონპროექტს უკვე სხდომაზე განხილავს, ხოლო პლენარულ სხდომაზე განხილვის საბოლოო თარიღად პარლამენტს მომდევნო კვირა აქვს განსაზღვრული. რა თქმა უნდა, ასეთ დაჩქარებულ ვადებში კანონპროექტის მიღება არაგონივრულია და შეუძლებელია დოკუმენტის სრულყოფილად გაანალიზება, რისკების შეფასება და სათანადო მჯელობა მოესწროს.



დაჩქარებული ვადები რომ კანონპროექტის ხარისხზე პირდაპირ აისახება, ეს უდავოა. კანონპროექტი დაუსაბუთებელია და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კვლევა, შეფასება არ ახლავს თან. განმარტებითი ბარათი, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ სადაც პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების დოკუმენტები უბრალოდ არ არსებობს, ასეთი არ მომზადებულა, არც ჩატარებულა.


რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად შემოთავაზებული უხარისხო კანონპროექტი არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. კანონპროექტი კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს უდგენს ერთპიროვნულად ჩაერიოს კერძო სუბიექტის ბიზნეს საქმიანობაში და საკუთრების უფლება შეუზღუდოს. კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ სპეციალურ მმართველს, რომელიც კომისიამ შეიძლება დაუნიშნოს ავტორიზებულ პირს, ფაქტობრივად ყველა უფლებამოსილების შეთავსება შეუძლია: დირექტორიდან დაწყებული აქციონერთა კრებით დამთავრებული.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არათუ ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობის სრულად წარმართვა, არამედ მისი წილის გასხვისების უფლებაც კი ექნება კომისიას. აქ ბუნებრივია, არის დიდი რისკი და საფრთხე იმისა, რომ ასეთი ფართო უფლებამოსილებები ბოროტად გამოიყენოს კომისიამ. როგორ აპირებს კანონმდებელი დაიცვას კერძო პირები სახელმწიფოს თვითნებობისგან გაურკვეველია.


თუ ასეთი თვითნებობისგან დაცვის მექანიზმად სასამართლო ხელისუფლება განიხილება, მაშინ აქ აუცილებლად უნდა ვახსენო მეორე კანონპროექტი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონთან ერთად არის ინიცირებული პარლამენტში, მაუწყებლობის შესახებ კანონი. სადაც წერია, რომ კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას. ფაქტობრივად გამოდის, რომ კანონი ავტორიზებულ პირს ართმევს უფლების დაცვის ისეთ სამართლებრივ საშუალებას, რაც არის კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მოქმედების ავტომატურად შეჩერების მოთხოვნის უფლება. ამიტომ, ავტორიზებული პირი, მესაკუთრე ფაქტობრივად შემდეგი რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს: დაკარგოს წილის/აქციის საკუთრების უფლება კომისიის ისეთი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რომელიც (წლების) შემდეგ შეიძლება სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით უკანონოდ ცნოს.


კანონის ავტორის (კომისიის) მიერ იმის დაშვებაც კი, რომ მარეგულირებელმა ავტორიზებულ პირს შეიძლება დაავალოს ისეთი გადაწყვეტილების შესრულება , რომლის აღსრულებას მის მიერ დანიშნული მმართველიც კი ვერ ახერხებს ბუნებრივია, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს: შეიძლება თუ არა კანონიერად ჩავთვალოთ მარეგულირებლის მიერ ავტორიზებული პირისთვის ისეთი გადაწყვეტილების შესრულების დავალდებულება, რომლის აღსრულებას მის მიერ დანიშნული მმართველიც კი ვერ ახერხებს? აძლევს თუ არა ასეთი რეგულირება კომისიას პირდაპირ შესაძლებლობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, საკუთარი შეხედულებით განკარგოს ავტორიზებული პირის წილები?


თქვენ, საუბრობთ ავტორიზებული პირებისთვის არსებულ ზოგადად რისკებზე, თუმცა მართალია, პირდაპირ არ წერია კანონპროექტის დასაბუთებაში, მაგრამ ის სცენარი, რაც აღწერილია კანონში: ავტორიზებული პირი არაერთგზის ჯარიმდება და მაინც არ ასრულებს გადაწყვეტილებას, ვიცით რომ ერთ კონკრეტულ საქმეს ეხება. ისიც ითქვა, რომ კომისია კანონპროექტით იმ ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს, რომელშიც კავკასუს ონლაინის საქმის გამო აღმოჩნდა. ამიტომ მინდა გკითხოთ უშუალოდ, როგორც კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი რას ფიქრობთ ამ კანონპროექტზე?


რა თქმა უნდა, როდესაც კანონპროექტის მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე მორგებაზე ვსაუბრობთ ყველასთვის ნათელია, რომ ეს საქმე კავკასუს ონლაინის ბენეფიციარ კომპანიაში წილების გასხვისებას ეხება. თქვენთვის ცნობილია, რომ კომისიამ კომპანიას მოსთხოვა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისების ტრანზაქციის შებრუნება. კავკასუს ონლაინი გადაწყვეტილებებს ვერ ასრულებს რადგან შეუძლებელია კომპანიამ მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქცია შეაბრუნოს. თუმცა ცალსახაა, რომ ამას ვერც კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი შეძლებს. შესაბამისად, კომისია ფაქტობრივად იკანონებს უფლებას საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებით გაასხვისოს კომპანიის წილები, რაც საკუთრების უფლების ჩამორთმევას ნიშნავს.


აქვე აუცილებელად ვთვლი შეგახსენოთ, რომ კომისიის მიერ კავკასუს ონლაინის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია სასამართლოში. სასამართლომ, ასევე უნდა განიხილოს არის თუ არა კომისია უფლებამოსილი მოითხოვოს ისეთი გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც სცდება ავტორიზებული პირის იურისდიქციის ფარგლებს. საქალაქო სასამართლოში ჯამში ათი წარმოება მიმდინარეობს და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ კიდევ ველოდებით.


ამ პირობებში კანონში ცვლილებების ფორსირებულად მიიღება სხვა არაფერია, თუ არა კომისიის მცდელობა დაიდგინოს განუსაზღვრელი უფლებამოსილება, რომ ჩაერიოს კომპანიის საქმიანობაში და გაასხვისოს კომპანიის წილები.


ამ კანონპროექტის განხილვა მხოლოდ კავკასუს ონლაინის ჭრილში არ მიმაჩნია სწორად. შეიძლება დღეს ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივი გარემოებების გამო კანონი მხოლოდ კავკასუს ონლაინს ეხება, მაგრამ კანონი ვრცელდება ყველა ავტორიზებულ პირზე და ლიცენზიის მფლობელ პირზე და საფრთხის წინაშე ყველა ასეთი პირი დგას.


კანონი ყველა ავტორიზებულ პირზე გავრცელდება, მაგრამ ისევ კავკასუს ონლაინის თემას მინდა დავუბრუნდე, ფაქტია რომ ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალი ნორმის მიღებასაც კი ითხოვს კომისია, რომ ავტორიზაცია არ შეუჩერდეს კომპანიას.


კავკასუს ონლაინის საქმის მნიშვნელობაზე არც ჩვენ ვდავობთ, პირიქით, კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება რომ დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, სხვა ავტორიზებული პირების და მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს (როგორც ეს განმარტებით ბარათში წერია) ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ ყველა საჯარო გამოსვლაში, თუ კომისიის სხდომებზე. თუმცა, კომისია თავად ამბობს უარს რომ ის ბერკეტები გამოიყენოს, რაც არსებული კანონმდებლობით გააჩნია, ეკონომიკური ინტერესის, კონკურენტული გარემოს და მომხმარებლების კანონიერ ინტერესების დასაცავად სათანადო კვლევის განხორციელების შემდეგ განსაზღვროს სად და რა კონკრეტულ პრობლემას თუ რისკს ხედავს, და ასეთი პრობლემის გადაჭრისა თუ რისკის დაზღვევის მიზნით დაუწესოს ავტორიზებულ პირს ისეთი სპეციფიკური ვალდებულებები, რომლის შესრულებასაც შეძლებს და, რომლის აღსრულების ეფექტური კონტროლის მექანიზმიც ექნება კომისიას.


არსებული ბერკეტების გამოყენების ნაცვლად, ანუ კავკასუს ონლაინის შემთხვევაში განხორციელებულ წილის გასხვისების გარიგებას რა გავლენა აქვს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამის გამოკვლევის ნაცვლად, კომისია მხოლოდ კავკასუს ონლაინის საქმეზე მორგებული საკანონმდებლო აქტის ინიცირებით ფაქტობრივად ცდილობს დაიდგინოს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები, რომელთა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შეძლებს „სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესის ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს“ დაცვის აბსტრაქტული მოტივით ერთპიროვნულად ჩაერიოს ნებისმიერი ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში, თავად დაუდგინოს ავტორიზებულ პირს საქმიანობის პოლიტიკა და შეუზღუდოს საკუთრების უფლება.


ipress.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up