რევაზ არველაძე  საქართველოს მსხვილი ენერგო ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისებას, შეცდომად არ თვლის

რევაზ არველაძე საქართველოს მსხვილი ენერგო ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისებას, შეცდომად არ თვლის

access_time2019-05-10 09:00:01


საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე შეცდომად არ თვლის იმას, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი ენერგო ობიექტი რუსულ კომპანიებზე გასხვისდა. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ  გენერაციის ობიექტები სჯობს საქართველოს საკუთრებაში იყოს.


დღეს საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე რუსული კაპიტალი საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი. ობიექტების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაიყიდა. ქვეყანაში შემოსული რუსული კომპანიების სია კი ასე გამოიყურება – რუსული კომპანია „რაოესი“ ჟინვალჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“ ხრამი 1; „რაოესი“ ხრამი 2; „რაოესი“ ხრამი 3; „რაოესი“ ხრამი 4; „რაოესი“ ხრამი 5; „რაოესი“ვარციხე 1; „ინტერ რაო“ ვარციხე 2; „ინტერ რაო“ ვარციხე 3; „ინტერ რაო“ვარციხე 4; „ინტერ რაო“ გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი – კომპანია; „ინტერ რაო“ გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი.


კომპანია „ინტერ რაო“ მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვოლტიანი ხაზები; კომპანია „ინტერ რაო“„მადნეული“; რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“ „კვარციტი“; „პრომიშელ ინვესტი“; „აზოტი“; „პრომიშელ ინვესტი“; ზესტაფონის „ფერო“; „პრომიშელ ინვესტი“; ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია „გაზპრომი“; გაზგამანაწილებელი კომპანია „იტერა“ – რუსული კომპანია „გაზპრომი“; შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“. რუსული კომპანია „გაზპრომი“ საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან – რუსეთის რკინიგზა; ელმავალმშენებლი ქარხანა – კომპანია „დემა კომპიუტერი“ არამიანცის, თბილისის N1 საავადმყოფო; რუსული კომპანია „ბატუსი“; თბილისის წყალი – რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ფაუერი“; რიონჰესი – კომპანია „ენერჯ ინვესტი“ გუმბათი 2; კომპანია „ენერგო პრო“გუმბათი 2; კომპანია „ენერგო პრო“; „ვითიბი ბანკი“ „ლუკოილი“ და „ბილაინი“.


როგორც დეპუტატი „კომერსანტთან“ აცხადებს, როდესაც გენერაციის  ობიექტები სხვა ქვეყნისთვის, მით უფრო რუსეთისთვის არის გადაცემული, ამ შემთხვევაში საფრთხე შეიძლება მოჭარბებული იყოს. გამანაწილებელი კომპანიის გასხვისების შემთხვევაში კი რისკები ნაკლებია, რადგან მარეგულირებელია და ინვესტორი, ამ შემთხვევაში რუსული კომპანია, ფასით მანიპულირებას ვერ გააკეთებს.



კითხვაზე, ქვეყანას აქვს თუ არა ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ჩაიდება რეალური მექანიზმები, რომელიც  საშუალებას მოგვცემს  ყველა ასეთ ინვესტიციას, ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, ვმართავდეთ, არველაძე განმარტავს: პრივატიზაციის პირობებში პირდაპირ ჩადებულია, რომ ინვესტორმა ეს ობიექტი მხოლოდ დანიშნულების მიზნით უნდა გამოიყენოს. თუმცა, როგორც არველაძე განმარტავს, ამ დროსაც  ქვეყანამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.


რაც შეეხება იმას, შეცდომა იყო თუ არა ძველი ხელისუფლების დროს მსხვილი ენერგო ობიექტების რუსული კომპანიებისთვის გადაცემა, არველაძე აცხადებს, რომ შეცდომა არ  იყო. 


„საქმე იმაშია, რომ როდესაც პრივატიზაცია ცხადდება, ვერ ჩაწერ იმას, რომ გარდა რუსული კომპანიებისა, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ისიც აღსანიშნავია, რომ თელასის“ ან რომელიმე ელექტროსადგურის შემთხვევაში რუსული კომპანიების მხრიდან რაიმე პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნილა. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ასეთ დროს, საქართველოს მხრიდან შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული,“- აცხადებს არველაძე.


სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up