რევაზ არველაძე - “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ტარიფების გაზრდას გამოიწვევს

რევაზ არველაძე - “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ტარიფების გაზრდას გამოიწვევს

access_time2019-05-24 14:00:41

მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა.


საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მომზადებისა და პარლამენტში ინიცირების მიზეზად საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება და ევროკავშირის მოთხოვნათა იმპლემენტაცია სახელდება.


“ ელექტროგადაცემისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევება ხდება. იქმნება ახალი სტრუქტურები. ეს ახალი სტრუქტურები, რა თქმა უნდა, დაფინანსებას საჭიროებს. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსება იქნება საჭირო როგორ ელექტროენერგეტიკაში, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში. ეს აუცილებლად გამოწვევს ტარიფების გაზრდას, თუმცა ვერ ვიტყვი, რამდენით გამოიწვევს ტარიფის მატებას, რადგან ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ეს ყველა მომხმარებელს შეეხება - როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ მომხმარებლებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ.


არველაძის აზრით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი აკორექტირებას საჭიროებს.  შესაბამისად, მისი ამოქმედების ვადამაცს 2021 წლის 1- ივლისამდე უნდა გადაიწიოს.



“კომპანიებს 2-წელი მაინც უნდა მივცეთ, რათა კანონის მოთხოვნები შეასრულონ. თან ეს განცალკევება, რაზეც მე ვსაუბრობ, არაფერი ობიექტური აუცილებლობით გამოწვეული არ არის. ლაპარაკი იმაზე, რომ ასე უნდა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, ჩემთვის იმის მიზეზი არ არის, რომ ასეთი ცვლილებები განხორციელდეს“, - აღნიშნა არველაძემ.


როგორც პროექტის განმარტებით ბარათში წერია, “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადდა, ხოლო ქართული თარგმანი გადამუშავდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.


აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 1997 წლის კანონი  ძალადაკარგულად ჩაითვლება.



IPN





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up