Reuters: ტრამპი კომპანიებს Huawei-ს ტექნიკის გამოყენებას აუკრძალავს

Reuters: ტრამპი კომპანიებს Huawei-ს ტექნიკის გამოყენებას აუკრძალავს

access_time2019-05-15 22:06:52

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს ჩუნურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ტექნიკის გამოყენებას აუკრძალავს.შესაბამის ბრძანებაზე ხელმოწერას Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ კვირაში აპირებს.


ამ ინფორმაციას წინ უძღოდა თავად კომპანიის შესახებ გავრცელებული ცნობა.კერძოდ, Huawei-ს ბრიტანეთთთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან ჯაშუშობის წინააღმდეგ შეთანხმების გაფორმება სურს.


ამის შესახებ Reuters-ი ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.


ინფორმაციაში ჯერჯერობით არ არის მითითებული, ბრიტანეთის გარდა, კიდევ რომელ ქვეყანას მოიაზრებს Huawei შეთანხმების შესაძლო მხარედ.

ვაშინგტონმა მოკავშირეებს მოუწოდა, არ გამოიყენონ Huawei-ს ტექნოლოგია 5G-ს ქსელის შესაქმნელად.


აშშ და რამდენიმე ქვეყანას ეჭვობს, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.


დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის მდივანი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან Huawei-ს ტექნოლოგია 5G ქსელის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაათავისუფლა.


გაზეთმა Daily Telegraph-მა დაწერა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კომპანია Huawei ახალი თაობის ქსელის პროექტში დაუშვა. გაზეთმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა მინისტრი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა.


imedinews.ge





საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...


მსგავსი სიახლეები

up