ნავთობის ფასი დღეს დაეცა, რადგან მოსალოდნელმა რეცესიამ და კოვიდ-19-ის გაუარესებამ ნედლი ნავთობის იმპორტიორ ჩინეთში გააძლიერა შიში საწვავის შემცირების შესახებ.
Brent ნავთობის ფასი 93 ცენტით, ანუ 1%-ით შემცირდა და ბარელზე 96,99 აშშ დოლარი შეადგინა. West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი 1,16 აშშ დოლარით, ანუ 1,3%-ით შემცირდა და 90,63 აშშ დოლარი შეადგინა.
ორივე ნიშნულმა აგვისტოს შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია, იმ ცნობების ფონზე, ჩინეთის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და მთავრობის წარმომადგენლების მიერ გავრცელდა განცხადებები, რომ ნულოვანი კოვიდპოლიტიკის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება იგეგმება.
„აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ნულოვანი ტოლერანტობა კოვიდ ინფექციების გამწვავების მიმართ იყო მთავარი მიზეზი გასულ თვეში მსოფლიო ნავთობზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირებისა (საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ)“, - თქვა PVM ანალიტიკოსმა თამას ვარგამ.
გასული კვირის ბოლო სავაჭრო Brent-ის ფასი თითქმის 99-დოლარიან ნიშნულზეა დაიხურა, ხოლო WTI-ის ღირებულება 93 დოლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება რუსეთს, გაზრდილია რუსული ნავთობის ღირებულება და ბარელი Urals-ის ფასი 83-დოლარიან ნიშნულზე დაიხურა, მაშინ როცა გასულ კვირას ის 77 დოლარს შეადგენდა.
Reuter.com