გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა Swiss Re-მ გამოაქვეყნა.
მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.
აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების მიზნები მიღწეული იქნება და ტემპერატურა 3,2 გრადუს ცელსიუსზე მეტად არ გაიზრდება, ეს შემცირება შესაძლოა მხოლოდ 4 პროცენტით შემოიფარგლოს.
„ამ ყველაფრის შედეგად დაზარლებიან აზიის ქვეყნები, კერძოდ ჩინეთი მშპ-ს 24 პროცენტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, მაშინ როდესაც მსოფლიოში უმსხვილესმა აშშ-ს ეკონომიკამ შესაძლოა მშპ-ს 10 პროცენტი დაკარგოს, ხოლო ევროპამ - 11 პროცენტი. ნათქვამია კვლევაში.
გამოკვლეულია 48 ქვეყანაზე კლიმატის ცვლილების გავლენა სხვადასხვა ტემპერატურული სცენარის შემთხვევაში.
გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობა სტიქიური უბედურებების შედეგებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამან შესაძლოა შემოსავლებისა და წარმადობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვიოს.
მაგალითად, ზღვის დონის ამაღლება მიწების დაკაგვას გამოიწვევს, რაც შეიძლებოდა პროდუქტიული მიზნებისთვის გამოყენებულიყო. სითბურმა სტრესმა კი მსოფლიო შეიძლება მოუსავლიანობამდე მიიყვანოს. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები ეკვატორულ რეგიონებში ყველაზე მეტად სწორედ მომატებული ტემპერატურის გამო იზარალებენ.
Reuters.com
მარიამ მორგოშია