შვეიცარული ფრანკი ერთ დღეში აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ერთ დღეში 0,5%-ით გაუფასურდა, წერს Reuters-ი.
ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა ეს პროცესი ხელოვნურია, რადგან არსებობს წინაპირობა, რომ შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ფრანკის კურსის ზრდა შეაფერხოს.
ანალიტიკოსების ნაწილი, კი ამ პროცესს ჩინეთში გამოვლენილ ახალ კორონავირუსს უკავშირებს. რადგან არსებობს პანდემიის საფრთხე, რამაც შესაძლოა შვეიცარული ბანკების მიმართ ჩინელი ინვესტორების ინტერესი შეანელოს.
ასევე შვეიცარიის ცენტრალური ბანკი არ აკეთებს განაცხადს, თუ როგორი იქნება მისი მონეტარული პოლიტიკა მომავალში, რაც ინვესტორების დაბნეულობას იწვევს.
ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში ადამიანების გარდაცვალების და დაინფიციერბულთა რაოდენობის ზრდის გამო, Reuters-ის ცნობით, 21 იანვარს ავიაკომპანიების Air France, Lufthansa-ს და IAG (მფლობელი British Airways) აქციებზე ფასი დაეცა.
ასევე ფასი შემცირდა ლუქს ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდებზე. კერძოდ გაიაფდა LVMH-ის, Hermes-ის, Kering-ისა და Burberry-ს აქციები.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კონცერნ LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველი ადგილი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
Imedinews.ge