Reuters-ი მსოფლიოში 100 ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტის სიას აქვეყნებს

Reuters-ი მსოფლიოში 100 ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტის სიას აქვეყნებს

access_time2018-10-11 20:26:43

საერთაშორის საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა მსოფლიოში 100 ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტის სია გამოაქვეყნა,


რეიტინგში უკვე მეოთხე წელია ლიდერია სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ), რომელიც გამოირჩევა პატენტებისა და კვლევების რაოდენობით. სტენფორდის უნივერსიტეტის უახლეს კვლევებში ჭარბობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღწევები. მათ შორის ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მომავალი თაობის ჭკვიანი კამერები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება უპილოტოდ მოძრავი ავტომობილებისთვის, ასევე სამედიცინო ტექნიკაში.


ამავე უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტმა კი, შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის სისტემა Decagon, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა მედიკამენტების ერთმანეთთან ურთიერთქმედების წინასწარი პროგნოზირება, ვიდრე მათი გამოცდა ადამიანებზე ჩატარდება.


ინოვაციური უნივერსიტეტების შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორის იმ პარამეტრებით, თუ რას აკეთებს უნივერსიტეტი მეცნიერების განვითარებისთვის, ახალი ტექნოლოგიების გამოგონებისა და ახალი ბაზრებისა და ინდუსტრიების გასაძლიერებლად.


საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში 15 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა. მათი უმეტესობა, 100-დან 46 აშშ-ში მდებარეობს.


რეიტინგში მეორე ადგილს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი იკავებს, მესამეზე კი ჰარვარდის უნივერსიტეტია.



ათეულში მე-7 ადგილზე მოხვდა ბელგიის კუ ლუვენის უნივერსიტეტი, რომლის მექატრონიკის, ბიოსტატისტიკისა და სენსორების დეპარტამენტი მუშაობს „ლაბორატორია ჩიპზე”, რომელიც სისხლის ერთი წვეთის საშუალებით, ადვილად და ზუსტად ადგენს დაავადების დიაგნოზს. მოწყობილობა პლასტიკატის თხელ ფირფიტას წარმოადგენს, რომელიც კანზე ეკრობა და შეუძლია ისეთი ვირუსის ამოცნობა, როგორიცაა HIV.

ათეულში ასევე შედის ლონდონის იმპერიალ კოლეჯი. მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან გააფორმეს პარტნიორობა, რათა დატესტონ მედიკამენტი, რომელიც რეზისტენტული ძუძუს კიბოს დასამარცხებლად და გარკვეული ტიპის ინსულტის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.


Reuters -ი ყურადღებას ამახვილებს მანჩესტერის უნივერსიტეტზე, რომელიც რეიტინგში წინა წლისგან განსხვავებით 27 პუნქტით დაწინაურდა და ამჟამად 53-ე ადგილს იკავებს. მიღწევა გრაფენინის გარშემო კვლევის დამსახურებაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და ამავდროულად მსუბუქ, დრეკად მასალად მოიაზრება. გრაფენინი შესაძლოა, მომავალი ტექნოლოგიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდეს როგორც ელექტრონიკის, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტირების და მრეწველობის სხვადასხვა სფეროში.


რეიტინგში, მრავლად არის წარმოდგენილი აზიური უნივერსიტეტები. მათ შორის ჩინეთიდან, სადაც ინოვაციების დანერგვა-გამოგონებას წახალისებას გარკვეულწილად ხელისუფლებაც უკეთებს.


წარმატებული უნივერსიტეტების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილს გერმანია და იაპონია ინაწილებენ ცხრა-ცხრა უმაღლესი სასწავლებლით. სამხრეთ კორეა რეიტინგში 8 საუკეთესო უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი. ჩინეთი, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო 5. შვეიცარია -3; ბელგია, კანადა , ისრაელი და ჰოლანდია – 2; სინგაპურიდან და დანიიდან – 1.


მოსფლიოს ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტების პირველ ათეულში შედის: 1.სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ), 2. მასაჩუსეთსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (აშშ), 3. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ), 4. პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ), 5. ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ), 6. ტეხასის უნივერსიტეტი (აშშ), 7. კუ ლუვენი (ბელგია), 8. ლონდონის იმპერიალ კოლეჯი, 9. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი (აშშ), 10. ვანდერბილთის უნივერსიტეტი (აშშ).



1tv.ge







ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება

 ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება
access_time2018-12-11 16:50:49
სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ბროკერების იმერ გავრცელებულ განცხადებას, საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით,  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა.   „არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით...

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად
access_time2018-12-11 15:55:25
 სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კომერსანტი სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის...

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს
access_time2018-12-11 13:55:00
„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ. „გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან
access_time2018-12-11 13:00:00
თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია. მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა...

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“ საახალწლო აქტივობა

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“  საახალწლო აქტივობა
access_time2018-12-11 11:25:54
5 დეკემბრიდან „თბილისი მოლში“ ორი სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა - ქართული ახალი წლის და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო „თბილისი მოლის“ საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ. საახალწლო აქტივობის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლითაა. 7-დან 29 დეკემბრის პერიოდში, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის...


მსგავსი სიახლეები

up