ევროპის წამლის სააგენტო (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის შესაძლო გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს გამაძლიერებელ დოზებზე ევროკავშირის მარეგულირებლის პირველი გადაწყვეტილება იქნება.
6 სექტემბერს ევროპის წამლის სააგენტოში განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის შესახებ მონაცემების შეფასება დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ საუბარია სრული ვაქცინაციიდან 6 თვეში 16 და 16 წლის ზემოთ პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაზე.
დღეს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.
imedinews.ge