ევროპის წამლის სააგენტო (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„4 ოქტომბერს ევროპის წამლის სააგენტო მოსაზრებას გამოთქვამს Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ფართოდ გამოყენების საჭიროების შესახებ“, - განუცხადა უწყების ხელმძღვანელმა, ემერ კუკმა ევროპარლამენტის წევრებს.
ამჟამად ვაქცინების მესამე დოზით აცრა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელშია დამტკიცებული.
imedinews.ge