Reuters: ევროკავშირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს

Reuters: ევროკავშირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს

access_time2022-05-18 21:00:42

ყველაზე ცოტა რაც უკრაინას ეკონომიკური აღდგენისთვის დასჭირდება 600 მლრდ აშშ დოლარია, ზოგი დათვლით უკვე 1 ტრლნ. ომის პარალელურად ნგრევა და ზარალის მოცულობაც იზრდება. ძირითადი ტრანშები ომის დასრულების შემდეგ გადაირიცხება. გარვეული მონახაზები კი უკვე არსებობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს დამატებით 9 მლრდ ევროს გამოუყოფს. ინფრომაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

 

დახმარების ყველაზე დიდ წყაროდ რუსეთისთვის გაყინული $300 მლრდ-ის რეზერვები განიხილება. ევროკავშირის გარდა უკრაინას დახმარებას პერსონალურად G7-ის წევრი ქვეყნებიც ჰპირდებიან. მსხვილ დონაციას მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც გეგმავენ.

 

ომის დაწყებიდან 80 დღეში ევროკავშირმა უკრაინას €4.1 მლრდ-ის დახმარება გაუწია. უკვე გადაცემული დახმარებაც და უახლოეს პერიოდში გადასარიცხი ტრანშებიც ძირითადად ჰუმანიტარულ ფუნქციასა და სოციალური სერვისების გაწევისთვისაა მიმართული. ხელახალი შენებისთვის არც დროა, არც ადამიანური რესურსი.

 


დასავლეთში ახალი მარშალის გეგმაზე სულ უფრო ბევრი ადამიანი საუბრობს. 1947 წელს შეერთებულმა შტატებმა ევროპას $13 მლრდ გამოუყო, რაც ამჟამინდელი კურსით $168 მლრდ-ს შეადგენს.

 

მარშალის გეგმამ ევროპის ქვეყნების აღდგენა მნიშვნელოვნად დააჩქარა, მას მეორე დატვირთვაც ჰქონდა, არსებობდა საფრთხე, რომ სიღარიბის გამო მოსახლეობაში კომუნისტური იდეები გახდებოდა პოპულარული. მასშტაბური ფინანსური დახმარების შედეგად ეს საფრთხეც აღმოიფხვრა.

 

უკრაინა ომამდეც ღარიბი სახელმწიფო იყო. მსოფლიო ბანკის პროგნოზით მიმდინარე წელს მისი ეკონომიკა დაახლოებით 45%-ით შემცირდება, იმდენივეთი რამდენითაც საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 1992 წელს. სწრაფი და მასშტაბური ეკონომიკური დახმარების გარეშე უკრაინისთვის ხელახალი ინტერვენციის რისკის საფრთხე იზრდება. სიღარიბის ზრდა გარდაუვალი იქნება და თითქმის გარდაუვალი კრიმინალის ზრდაც.

 

1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო. ბლიც-კრიგი ჩავარდა. მოსკოვმა კიევი ვერც 72 საათში აიღო და ვერც 72 დღეში. რუსეთს ხარკივიდან უკან დახევაც მოუწია. კიევი არ დაცემულა, მაგრამ ომი გრძელდება, სრული დეოკუპაციისთვის კი დამატებითი შეიარაღება და დროა საჭირო. 9 მაისს ხელმოწერილი ისტორიული ლენდ-ლიზი 2-ის პროგრამა სავარაუდოდ ივნისიდან ამოქმედდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up