Reuters: ბელორუსიაში შეჭრის შემთხვევაში აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

Reuters: ბელორუსიაში შეჭრის შემთხვევაში აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

access_time2020-09-02 19:00:09

აშშ-მ შესაძლოა რუსეთის წინაამღდეგ ახალი სანქციები შემოიღოს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის დაცვისთვის ძალას გამოიყენებს - იტყობინება Reuters-ი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

 

წყარომ განაცხადა, რომ ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა გააფრთხილა.

 

ჩინოვნიკის თქმით, ბიგანმა მინისტრს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ძალისმიერი მეთოდებით ბელორუსიაში შექმნილ სიტუაციაში ჩაერევა, ეს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება.

 

თუმცა, ჯერ ეს მხოლოდ გაფრთხილებაა და ამ ეტაპზე უწყება სანქციების მხოლოდ ბელორუსიის იმ მოქალაქეების წინაამღდეგ ამზადებს, ვინც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთანაა დაკავშირებული.

 

სანქციები შესაძლებელია შემოღებულ იქნას 7 ბელორუსის წინაამღდეგ.


 

ეს არა მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ამ ადამიანების სახელები გასაჯაროვდეს, არამედ იმისთვისაც, რომ ყველამ დაინახოს - ისინი, ვინც არჩევნებს აყალბებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინაამღდეგ ძალას იყენებს, პასუხს აგებენ“ - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

 

ინფორმაციაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა - მისი თქმით, მოსკოვი და მინსკი ერთმანეთთან ურთიერთობებს ვაშინგტონის ჩარევის გარეშეც გაარკვევენ.

 

ამ დროისთვის სანქციები ბელორუსი მაღალჩინოსნების წინაამღდეგ მხოლოდ ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა შემოიღეს.

 

სიაში 29 ადამიანი მოხვდა, მათ შორის თავად პრეზიდენტი, და მისი შვილი ვიქტორი, რომელიც ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრია.

 

 

reuters.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ბელორუსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up