ფუნქციონირებას თავიდან ვერ დავიწყებთ- ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

ფუნქციონირებას თავიდან ვერ დავიწყებთ- ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

access_time2021-01-27 11:00:45

„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა კომერსანტის დილაში ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა. 

მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ  სფეროს განვითარებისთვის   ყველაფერს  აკეთებდნენ უბრალოდ  აღარ იარსებებენ, რადგან  მათ  ამის  რესურსი  აღარ  ექნებათ. 

შემდეგ გამოჩნდება ახალი მოთამაშე, რომელსაც საქმის 0-იდან დაწყება მოუწევს და 3-5 წლამდე დასჭირდება , რომ მიაღწიოს იმ ეტაპს, რომელზეც ჩვენ 1 წლის წინ ვიყავით.

ჩვენ ვეღარ მოვახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რადგან იმ კომპანიებთან და ინვესტორებთან , რომლებიც ამ  სფეროში  რაღაც თანხას დებდნენ, უკვე  იმხელა ვალდებულებები გვაქვს, რომ ვეღარანაირი ძალით ვერ შევძლებთ  ამ საქმის კეთებას -  აღნიშნა გიორგი ასათიანმა

ფიტნეს ინდუსტრია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროა, ფიტნეს კლუბები მეცხრე თვეა, რაც ვალდებულებების პირისპირ  შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.

ასათიანის  განმრტებით, მაღალი სტანდარტის ფიტნეს კლუბის  აწყობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის  დაკავშირებული, შესაბამისდ მათი  სასესხო  ვალდებულებაც  დიდია.

ჩვენ  წლების განმავლობაში ამ დარგში ათეულობით მილიონი ლარის  ინვესტიციებს ვახორციელებდით, ხელს ვუწყობდით როგორც  ამ დარგის განვითარებას ასევე ჯანსაღი ცხოვრების  პოპულარიზაციას.

გარდა ამისა სახელმწიფოს  ბიუჯეტში ჩვენი მოგებიდან  გადასახადების  სახით  ჩვენი  წვლილი შეგვქონდა.

ბოლო 4 წელში ოქტოპუსს გადასახადების  სახით სახელმწიფოში  4 მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი. თუმცა დღეს იმ რეალობაში ვართ, რომ როდესაც გახსნის შესაძლებლობა გვექნება, მარტი იქნება   აპრილი თუ მაისი, იქამდე თავს  ვერ მივიტანთ , რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს.

სამწუხაროდ ჩემი თანამშრომლების უმეტესობა უხელფასო  შვებულებაშია, მათზე მხოლოდ ის  200 ლარიანი სახელმწიფო დახმარება მოქმედებს, გარდა ამისა  აქვთ ძალიან მიზერული შემოსავალი ონლაინ ვარჯიშებიდან, თუმცა  რა თქმა უნდა ონლაინ ვარჯიში  სპორტდარბაზში ვარჯიშს ვერ შეედრება -  აღნიშნა გიორგი ასათიანმა 

გიორგი ასათიანმა აღნიშნა, რომ ფიტნს  ცენტრებს  მთავრობასთან კომუნიკაცია  ორი მიმართულებით აქვს. 

1. გახნსასთან დაკავშირებით  კომუნიკაცია 

2. ბიზნესებისთვის  დაწესებულ  შეღავათებთან დაკავშირებული კომუნიკაცია. 

ასათიანის თქმით, ქვეყნის  ეკონომიკური  გუნდი, ნათია  თურნავას  ხელმძღვანელობით, მუშაობს იმაზე, რომ ფიტნეს სფეროს გადარჩენა რამენაირად მოხდეს, მზადდება დადგენილება, რომელიც  ფიტნეს ინდუსტრიას გარკვეული ტიპის  დახმარებას შესთავაზებს. 

ხოლო რაც შეეხება კომუნიკაციას ფიტნეს ინდუსტრიის მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასათიანი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მთავრობას ფიტნეს კლუბების  წარმომადგენლებთან კომუნიკაცია  არ ჰქონია.


ისეთ პოზიციაში ვართ, რომ თითქოს ჯერჯერობით  ჩვენ არ გველაპარაკებიან, ეს დამოკიდებულება  ცოტა  გაუგებარია, რადგან რეგულაციების დაცვის  კუთხით ჩვენი ინდუსტრია  სამაგალითო იყო. 

თუ ამ მხრივ რამე პრობლემა გვქონდა უნდა გვითხრან, იმიტომ რომ თუ როდესმე გახსნის შესაძლებლობა გვექნება გავითვალისწინოთ, ასევე რეგულაციების გაძლიერების კუთხით ჩვენც შეგვიძლია, რომ მთავრობას რეკომენდაციები მივაწოდოთ.

რაც შეეხება გახსნას, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ თუ  რაღაც ტიპის  დახმარების  პაკეტი არ შემუშავდა. 

გინდ აქციებზე გავიდეთ, რაც გინდა  ის ვქნათ, ჩვენ თვითონ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ მუშაობა განვაახლოთ.

ეს შეღავათები და სუბსიდირება ხშირად  სახელმწიფოს  მხრიდან ცოტა  ნეგატიურად  აღიქმება. მინდა ავხსნა, რომ თითონ  ეკონომიკა მუშაობს  შემდეგნაირდ, ბიზნესს წლების განმავლობაში თავისი დოვლათებიდან  სახელმწიფოში გადასახადების სახით წვლილი შეაქვს,  გადასახადებს  ვიხდით იმიტომ რომ ბიზნესს მოწესრიგებულ გარემოში შეეძლოს ოპერირება. -  აღნიშნა გიორგი ასათიანმა 

ასათიანმა ასევე აღნიშნა, რომ  როდესაც ზაფხულში ორი თვით მუშაობა  განააახლეს, იმისათვის, რომ ფიტნეს დარბაზები რეგულაციებთან  შესაბამისობაში მოეყვანათ, დიდი ინვესტიციები ჩადეს, შეზღუდეს  დასაშვები ადამიანების რაოდენობა, ტრენაჟორებს შორის  ბარიერები და  სპეციალური შირმები დააყენეს, ასევე გასახდელში დალუქეს ყოველი მეორე კაბინა.

მე  არ გამიგია, რომ რომელიმე კლასტერი ფიტნეს დარბაზში შექმნილიყო, თუმცა იყო  ინფიცირების ერთეული  შემთხვევები, ინფიცირებული ადამიანები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია, შესაბამისად ჩვენ ვამოწმებდით და ვატყობინებდით მათ  კონტაქტებს.

ფიტნეს კლუბებში აღრიცხვიანობა ძალიან მოწესრიგებულია, რეგისტრაცის გარეშე ვერავინ შევა, შესაბამისად, ცნობილია ვინ როდის და რომელ ჯგუფში ივარჯიშა.

თუ სახელმწიფოს აქვს რაიმე კვლევა იმის შესახებ, რომ ფიტნეს კლუბში ინფიცირების  მაღალი მაჩვენებელი იყო, მაშინ ეს  ყველაფერი ჩვენც უნდა გაგვიზიარონ, რომ გახსნაზე არანაირი  პრეტენზია არ გვქონდეს.

მაგრამ ჩვენი  ინფორმაციით ფიტნეს კლუბში გადადების არანაირი მაჩვენებელი არ ყოფილა.

უცხოეთში  ასეთი  კვლევები  ტარდება, მაგალითად დაახლოებით ორი კვირის წინ ინგლისში ფიტნეს კლუბებში ინფიცირებასთან დაკავშირებით BBC- მ საკმაოდ  ვრცელ  რეპორტაჟი გააკეთა და ფიტნეს კლუბებში ინფიცირების ალბათობა 2.7 % იყო, მაშინ როდესაც  სუპერმარკეტში და  ჰიპერარკეტში ეს მაჩვენებელი 12.8% შეადგენს.

როდესაც მიგვითითებენ  დასავლეთზე და გვეუბნებიან, რომ იქაც ყველაფერი ლოქ დაუნშია, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მ  დახმარებისთვის 5 ტრილიონი გამოყო, ცოტა ნაკლები ევროპამ.

სხვა ქვეყნებში ბიზნესების მიმართ  დახმარება რაღაც  მექანიზმით ხდება, რომელიც ბიზნესს აძლევს  საშუალებას, რომ გახსნის  შესაძლებლობის შემთხვევაში გარკვეული თანხა ჰქონდეს მობილიზებული, -  აღნიშნა გიორგი ასათიანმა


თაკო კვაჭანტირაძე 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up