რესტორნებში მაგიდის ონლაინ დაჯავშნა და მენიუს შეკვეთა - როდიდან შეძლებენ მომხმარებლები შესაბამისი სერვისით სარგებლობას

რესტორნებში მაგიდის ონლაინ დაჯავშნა და მენიუს შეკვეთა - როდიდან შეძლებენ მომხმარებლები შესაბამისი სერვისით სარგებლობას

access_time2020-05-28 12:15:30

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია ტიპის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება.თუმცა, მაგიდის წინასწარ დაჯავშნა ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაცია იქნება. სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარ მომსახურებას, მაგიდის დაჯავშნისა და მენიუს შეკვეთის ფუნქციას Tkt.ge უკვე ამატებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლევან კილაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სერვისი ხელმისაწვდომი ივნისის პირველივე კვირაში იქნება.


რაც შეეხება ობიექტების რაოდენობას, მისი თქმით, საწყის ეტაპზე მინიმუმ 50-მდე რესტორანი და კაფე ჩაეშვება. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი რიცხვიც ყოველდღიურად გაიზრდება.


შეგახსენებთ, რომ ღია სივრცის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება, 8 ივნისიდან კი ობიექტებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ამასთან, კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვთ, ადგილის დაჯავშნა უნდა მოხდეს წინასწარ, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანისა, მომხმარებლებს შორის დისტანცია კი მინიმუმ 1 მეტრს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ობიექტებმა მომხმარებლებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყონ. ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს; მენიუ კი ერთჯერადი ან ელექტრონული უნდა იყოს.



Tkt.ge-ს დამფუძნებელი ლევან კილაძე: „სავარაუდოდ, სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის პირველივე კვირაში. ჩვენ საიტზე მარტო რეზერვაცია არ იქნება, მომხმარებელი შეძლებს, რომ მენიუსაც ელექტრონულად ტელეფონით გადახედოს და იქიდან შეუკვეთოს. რაც შეეხება რესტორების რაოდენობას, ყოველდღიურად ემატება. გვირეკავენ და გვიგზავნიან საკუთარ ელექტრონულ მენიუს. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე რესტორანი და კაფეა უკვე. ეს არის თბილისის ყველაზე მოთხოვნადი ობიექტები.


იქიდან გამომდინარე, რომ tkt-ის მხრიდან აქ კომერციული ინტერესი არ არის, ეს ჯავშანი მთლიანად უფასო იქნება. სერვისზე ძალიან დიდი მოთხოვნა და საჭიროება იყო, შესაბამისად, დღეს ეს გავაკეთეთ როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი რესტორენებისთვის“,-ამბობს ლევან კილაძე.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up