რესტორნებში კლიენტურამ იკლო, პროდუქტის გაძვირებამ კი მომსახურების ფასზე იმოქმედა

რესტორნებში კლიენტურამ იკლო, პროდუქტის გაძვირებამ კი მომსახურების ფასზე იმოქმედა

access_time2019-08-12 11:00:34


სავალუტო კრიზისმა რესტორნების ბიზნესს პრობლემა შეუქმნა. რესტორნებში კლიენტურამ იკლო, პროდუქტის გაძვირებამ კი მომსახურების ფასზეც იმოქმედა. რესტორნების მფლობელებისა და მენეჯერების ინფორმაციით, მომსახურების ღირებულების შესანარჩუნებლად მაქსიმუმი გააკეთეს. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა მენიუ მაინც გააძვირა. ასეთ ფონზე რესტორნების მიმართ მოსახლეობის აქტიურობა შემცირდა, რასაც ამ ბიზნესის წარმომადგენელი ღიად ადასტურებს. ისინი აცხადებენ, რომ ლარის კურსის გამო მომხმარებლის აქტივობამ იკლო.



რესტორან „მეგრულ სახლში“
აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების შედეგად ფასები ზოგიერთ კერძზე 2 თვის წინ გაზარდეს. მათი განმარტებით, მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სახის პროდუქცია გაძვირებულია, ძნელია სატარიფო პოლიტიკას არ გადახედო.


„მეგრულ სახლში“ განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით „მეგრული სახლის“ ისეთ ობიექტებზე (კოსტავაზე, ათონელზე) სადაც ტურისტული ცენტრებია, დაახლოებით 5-10%-ით შემცირდა სტუმრების რაოდენობა. ამის მიზეზად რესტორანში როგორც ლარის გაუფასურებას და ამის შედეგად არსბეულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, ისე რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას ასახელებენ. მათი განცხადებით, ტურისტულ ზონებში თუ ადრე 10 ტურისტი შედიოდა, ახლა მათი რიცხვი შემცირდა.



კლიენტურა შეუმცირდა პრემიუმ კლასის რესტორან Babilo Music Hall-საც. მათი განმარტებით, ამის მიზეზი კომპლექსურია. მათ შორისაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა, ზაფხულის სეზონი და, რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება, რაც ავტომატურად ამძიმებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს.




რესტორან Babilo Music Hall-ში განმარტავენ, რომ სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ უახლოს მომავალში მათ მოუწევთ საფასო პოლიტიკის გადახედვაც. „ფასები ბოლო პერიოდში არ გაგვიზრდია, ვიჭერთ და ვაბალანსებთ შეძლებისდაგვარად, თუმცა, უახლოს მომავალში რესტორნის მენეჯმენტი ფასების ზრდას განიხილავს“-აცხადებენ Babilo Music Hall-ში.



მენიუს განახლება და ფასების ზრდა რამდენიმე დღის წინ მოხდა რესტორან „ქართულ სახლშიც“, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული ლარის გაუფასურების შედეგად თითქმის ყველა ტიპის პროდუქციის გაძვირებამ განაპირობა. საუბარია, დაახლოებით 5%-იან ზრდაზე.


„სეზონურობიდან გამომდინარე, ჩვენ ფასებს ყოველთვის ვათამაშებთ, რადგან არის პროდუქცია, რომელიც ზამთარში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ზაფხულში. შესაბამისად, ეს მუდმივი პროცესია. რაც შეეხება იმას, ვგეგმავთ თუ არა კიდევ გაძვირებას, ვფიქრობთ, რომ ამის აუცილებლობა ნამდვილად აღარ იქნება და ლარის კურსი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება,“-განმარტავენ „ქართულ სახლში“.



გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია კლიენტების რაოდენობაც. რესტორან „ქართულ სახლში“ ამას ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონით ხსნიან.



სოფო ქსოვრელი 





საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია
access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up