რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ

რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ

access_time2019-02-11 22:15:32

რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ. 

შესაბამისი ვალდებულება ბიზნესს, შესაძლოა, ღამის ეკონომიკის პოლიტიკის განვითარებისა და ხმაურის რეგულაციის ფარგლებში დაეკისროს. 

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ თბილისში არის ადგილები, სადაც ე.წ. აკუსტიკური დაბინძურება, ხმაური სერიოზულ პრობლემას უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. 

მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მუდმივ კომუნიკაციაშია ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან. 

“ეს არის აქტუალური პრობლემა კონკრეტულ ლოკაციებზე; მაგალითად კალაუბანში და ძველი თბილისის არეალში. ხმაურის კონტროლი არის ქალაქის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ქვეშ. ხისტი მიდგომების გამოყენება არ შეიძლება. ბუნებრივია, ორივე მხარის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. 

არსებობს ასეთი ტექნოლოგიები, რომელიც ხელს უწყობს ხმის ჩახშობას. სავარაუდოდ, ამას დაამონტაჟებენ თავად ობიექტები, რომლებიც ეწევიან აკუსტიკურ დანაგვიანებას. მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტა ამ პრობლემას არ უშველის, ამიტომ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როდესაც ახალი ობიექტი იხსნება, მან გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ, შეიძლება, გვერდით არის სახლი, სადაც ცხოვრობს ბავშვი. თავიდანვე, დაგეგმვის ფაზაშივე ეს პრობლემები აღმოფხვრას, რადგან ძალიან ძნელია, რომ უკვე არსებულ ბიზნესთან მიხვიდე და დააკისრო ფინანსური ვალდებულები”, - აცხადებს ანდრია ბასილაია.


bm.ge






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up