რესტორნებს 50%-ზე მეტი ისევ დახურულია - „ერთ-ერთ ობიექტში, რომელიც მაღალ სეგმენტზე მუშაობდა, ბურგერის და ხაჭაპურის გამოცხობა დაიწყეს“

რესტორნებს 50%-ზე მეტი ისევ დახურულია - „ერთ-ერთ ობიექტში, რომელიც მაღალ სეგმენტზე მუშაობდა, ბურგერის და ხაჭაპურის გამოცხობა დაიწყეს“

access_time2020-06-23 13:57:26

რესტორნების 50%-ზე მეტი ისევ დაკეტილია. ამის შესახებ კომპანია „კულინარიული და ღვინის ექსპედიციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ობიექტების ნაწილი გაიხსნა, თუმცა მომხმარებლის ნაკლებობის და რეგულაციების გამო, ისევ დაიხურა.


როგორც ქეთი კვიჭიძე ამბობს, ახლა რესტორნები გადარჩენისთვის ბრძოლაზე არიან გადასული, რის გამოც, მაღალ სეგმენტზე მომუშავე ობიექტები, საშუალოზე ორიენტირებასაც კი ცდილობენ. კერძოდ, ერთ-ერთ საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორანში ბურგერების და ხაჭაპურის ცხობაზეც კი გადავიდნენ.


„ბევრი რესტორანი გაიხსნა და ისევ დაიხურა. ამ დროისთვის დაახლოებით, 50%-ზე ნაკლებია გახსნილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რეგულაციები, შიში აქვთ, რომ არ დაჯარიმდნენ და მეორე, მომხმარებელი არ ჰყავთ. ახლახანს ვესაუბრე ძალიან დიდი ქსელს, სადაც მითხრეს, რომ საერთოდ არ ჰქონდათ მუშაობა. ისინი ყველა მოთხოვნას აბსოლუტურად აკმაყოფილებდნენ, დიდი პერსონალი ჰყავთ, მაგრამ ძირითადად მუშაობდნენ ტურიზმზე. ვინც ვიზიტორებზე იყო აწყობილი, ისინი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან.


დაახლოებით ციფრებში რომ გითხრათ, შარშან ტურიზმის მიმართულებით ბრუნვა იყო 7 მლრდ (გასული იყო 2 მლრდ), აქედან 36% მოდიოდა კვებაზე. თუ უცხოელი ტურისტები არ გვეყოლება, ჩემი გამოთვლებით, შიდა ტურიზმით, წელს 7 მლნ-ზე ჩამოვალთ. მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებით, 2009 წლის მაჩვენებელზე ვართ დასული, როდესაც ტურიზმი არ იყო ასეთი განვითარებული და მხოლოდ შიდა ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა ისე მოხდა, რომ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახლახანს ვიყავი კახეთში, სადაც შაბათ- კვირას შედარებით დატვირთვა იყო. როგორც ჩანს, ესეც სეგმენტურია, ვისაც შემოსავალი აქვს, ისინი სარგებლობენ რესტორნებით“,-ამბობს კეთი კვიჭიძე.



მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, რესტორნების დატვირთვა 70%-ით შემცირდა, რის გამოც, შემოდგომაზე ბაზრის გადაწყობას, კერძოდ, ობიექტების ნაწილის ბაზრიდან გასვლას უნდა ველოდოთ.


„საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი წილი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოდიოდა. სწორედ იქიდან, რომელიც ყველაზე განადგურებულია პანდემიური ვითარებით და საერთოდ არ ვიცით, როდის მოვლენ აზრზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ევროპელი ტურისტები ჩამოდიანო, ჩვენთვის მთავარი ბაზარი ეს ქვეყნები იყვნენ. ამასთან, როგორც ვიცი, თვითონ ევროპამ საკუთარ მოქალაქეებს მხოლოდ ევროზონის ქვეყნებში სიარულის რეკომენდაციები მისცა.


ამ მხრივ ევროპაშიც ძალიან რთული ვითარებაა. ესპანეთში და საფრანგეთში ვესაუბრე და იქაც რესტორნების 30% საერთოდ არ გახნილა რეგულაციების გამო. რომელიც გაიხსნა, 70%-ით შემცირდა დატვირთვა. საქართველოში რესტორნებისც დატვირთვა დაახლოებით ამდენითვე შემცირდა. მუშაობენ მხოლოდ ის ობიექტები, ვინც შიდა ტურიზმზე იყო დამოკიდებული და ისიც მაღალ სეგმენტზე.


თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა, ბაზრიდან ძალიან ბევრი რესტორანი გავა და უკვე სექტემბერში მოხდება გადანაწილება. ანუ, ვინ დაიხურება საბოლოოდ და ვინ დარჩება. რესტორატორებს საუბარიც გვქონდა ამაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ ოქტომბრიდან სხვანაირად აწყობილი ახალი ობიექტები გამოჩნდება. თუ აქამდე მოთხოვნა იყო მაღალ სეგმენტზე, ახლა უკვე საშუალოზე დაბალი ფასებით შემოვლენ. მოფლიოში ისეთ რესტორნებიც კი რომელთაც მიშლენის ვარსკვლავი აქვთ, გადაეწყვნენ ბურგერის კეთებაზე. საქართველოშიც მოხდა იგივე, ერთ-ერთი ობიექტში, რომელიც საკმაოდ მაღალ სეგმენტზე მუშაობდა, ბურგერის და ხაჭაპურის გამოცხობა დაიწყეს. ახლა ერთადერთი არის გადარჩენისთვის ბრძოლა, რომ სექტემბრამდე როგორღაც გაძლო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გაიზარდოს ფასები, თუმცა ზოგმა არსწორი გზა აირჩია და პირიქით, გააძვირა, რაც ბიზნესზე აუცილებლად ცუდად აისახება.


კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ის, ვისაც იჯარა აქვს, რადგან ამ საკითხზე კომუნიკაცია ძალიან რთულია. სამწუხაროდ, მეიჯარეები ვერ აცნობიერებენ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ თვითონაც და ჩვენც ასე დაგვტოვონ“,-ამბობს ქეთი კვიჭიძე.


bpn.ge



თეგები:
რესტორნები



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up