რესტორნებისთვის „დელივერის სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება ხარვეზებს შეიცავს

რესტორნებისთვის „დელივერის სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება ხარვეზებს შეიცავს

access_time2020-11-11 14:40:34

რესტორნებისთვის ე. წ „დელივერის სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება ხარვეზებს შეიცავს, - განუცხადა ბიზნესპარტნიორს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძემ. მისი განმატებით, პრობლემა ისაა, რომ თუ რესტორანი სამზარეულოს ამუშავებს, ამ შემთხვევაში მომსახურე პერსონალი დილის 05:00 საათამდე უნდა გააჩეროს.


„ხალხი რომ სახლში წაიყვანო, ამის უფლებას არ გაძლევენ, საშვებსაც არ გასცემენ. ყველა შემთხვევაში უნდა დატოვო დილის 05:00 საათამდე, რაც ბევრისთვის გადაუწყვეტელი პრობლემაა. ვიღაც შეძლებს ასე მუშაობას, თუმცა, უმრავლესობისთვის ეს ვერ იმუშავებს. დამატებითი პირობაა ისეთი ჩადებული, რაც ამ სიტუაციას ართულებს. „დელივერის სერვისის“ მუშაობა დაშვებული იყო აქამდეც, მეორე თუ არ გადაადგილდები და ხარ ერთ ადგილზე, არ არღევ კომენდანტის საათს. არაფერი შეცვლილი არ არის, კაფეში ვიღაც დარჩება და სამზარეულოში იმუშავებს. უბრალოდ, 05:00 საათამდე დამწყვდეულია რომ კანონი არ დაარღვიოს “-აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.


მისი განცხადებით, სექტორი მუშაობს მთავრობასთან, რომ მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და ქმედებაც შესაბამისად მათი მხრიდან ადეკვატური იყოს. „მთავრობამ ხომ არ იცის ეს ნიუანსები, ამიტომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.


მისივე განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, უპრობლემოდ ხდება იმ რესტორნების კურიერებისთვის საშვების დაშვება, რომლებსაც „დელივერი სერვისი“ აქვს.



შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან, 07:00 საათამდე რესტორნები, კაფეები და ბარები დახურულია. შეზღუდვა არ ეხება მათ მიერ მიტანის მომსახურეობას, ე.წ. „დელივერი სერვისს“.


„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი და საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.


business-partner.ge




თეგები:
გაბრიჩიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up