„რესტორნების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდრებაში მოხვდება, შეიძლება, აღარც კი ოპერირებდეს“

„რესტორნების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდრებაში მოხვდება, შეიძლება, აღარც კი ოპერირებდეს“

access_time2021-02-09 20:00:00

„ეს გარკვეულწილად დაგვიანებული პროცესია, რადგან რესტორნების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებაში მოხვდება, შეიძლება აღარც კი ოპერირებდეს და ვერ გააგრძელოს ფუნქციონირება ბაზარზე“, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.



აღნიშნულით ის მთავრობის მიერ ამოქმდებულ დახმარების ახალ პაკეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სექტორს შორის, ბიზნეს სესხები რესტორნებსაც დაუსუბსიდირდება.



შოთა ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ პროგრამით სარგებლობას ბევრი ობიექტი შეძლებს, რაც მათთვის დიდი შეღავათი იქნება.



„პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო დეკემბერში, მოიცავს 240 მლნ ლარის ოდენობის საბანკო სესხების პორტფელს და 6 თვის განმავლობაში, 30 მლნ ლარით უნდა დასუბსიდირდეს სესხის პროცენტის 80%. პირველ ეტაპზე განხორციელდა დაახლოებით, 420 რესტორნის სესხის სუბსიდირება, რომელიც 5,5 მლნ ლარს მოიცავდა. აქ იყო განსაზღვრული მოთხოვნები და დაკმაყოფილდა რესტორნების მხოლოდ მცირე ნაწილი. მეორე ეტაპი 8 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში იქნება განაცხადების მიღება. ამ შემთხვევაში არა მარტო კომერციული ბანკების სესხები დასუბსიდირდება, არამედ მიკროსაფინანსოებისაც და შედარებით გამარტივებულია ის მოთხოვნები, რაც პირველ ეტაპზე იყო. შესაბამისად, გავრცელდება უფრო ფართო სპექტრზე. რა თქმა უნდა, ეს დამატებით შეღავათად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან, „აწარმოე საქრთველოს პროგრამის“ ფარგლებში. მთლიანად სფეროს რამდენად დაეხმარება, რთული სათქმელია, მაგრამ რეალურად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც პროგრამა შეეხება, ნამდვილად იქნება შეღავთი.



შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად დაგვიანებული პროცესია, რადგან რესტორნების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებაში მოხვდება, შეიძლება აღარც კი ოპერირებდეს და ვერ გააგრძელოს ფუნქციონირება ბაზარზე. საწყენი იქნება, თუ ასეთი რესტორნები იქნება ბევრი, იქიდან გამომდინარე, რომ დახმარება უკვე გაშვებულია და ბიზნესის ეს ნაწილი მაინც ვერ გადარჩება“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.




ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეორე ნაკადზე განაცხადების მიღება „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროგრამის ფარგლებში 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.



პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:



სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი



აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე /მიკრო სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.



არაუმეტეს 80 %-ის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;



არაუმეტეს 70 %-ის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.


BPN.GE










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up