რესტორნების 90%-მდე HACCP-ის სისტემის დანერგვას მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს

რესტორნების 90%-მდე HACCP-ის სისტემის დანერგვას მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს

access_time2021-06-03 18:00:00

„პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არსებული რესტორნების 80-90% ვერ შეძლებს HACCP-ს სისტემის დანერგვას“,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, პროგრამას აქვს პრაქტიკული და ინფრასტრუქტურული ვალდებულებები, რომელსაც ამ ვითარებაში, ობიექტები ვერ შეასრულებენ.


ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის HACCP-ის სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული სტანდარტი ევროკავშირის დირექტივაა.


„პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არსებული რესტორნების 80-90% ვერ შეძლებს HACCP-ს სისტემის დანერგვას. შეუძლებელია ამ რეალობაში ჩვენ მოვერგოთ ამ სისტემას. არა მხოლოდ „ჰორეკა“ სექტორზეა საუბარი, სხვადასხვა მიმართულებითაც მქონდა შეხება და ამიტომ ვამბობ. ამ პროგრამას აქვს პრაქტიკული და ინფრასტრუქტურული ვალდებულებები. ბიზნეს ობიექტები დიდ წილად აკმაყოფილებენ გარკვეულ ნაწილს, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე , თუ მოქმდებს ობიექტი დღეს, ე.ი არის შემოწმებული. თუმცა, რაც შეეხება HACCP-ის სისტემას, აქ არის ძირითადად, ინფრასტრუქტურული პრობლემები. მაგალითად, სავალდებულოა პირობითად, იყოს გასახდელი თანამშრომლებისთვის, მცირე რესტორნებისთვის, კაფე-ბარებისთვის, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ან ახალი მიშენება უნდა გააკეთოს ამ რესტორანმა, ან ტერიტორია უნდა გამოყოს რაღაცის ხარჯზე. ასევე, არის ტრაპის ვალდებულება სამზარეულოში, რომელიც აქამდე არ იყო გაკეთებული. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ ტრაპის ვალდებულება რას ნიშნავს, მთლიანად რეკონსტრუქცია უნდა გაკეთდეს. ანუ რესტორანი რეალურად არ არის ნებისმიერ ადგილზე გახსნის შესაძლებლობა, ამას თავისი სტანდარტები სჭირდება და დღემდე ეს ვალდებულება სფეროს არ ჰქონდა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არ უნდა იყოს სავალდებულო და მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს, HACCP-ის სისტემის მქონე რესტორანში ურჩევნია თუ არა.


„მე ამას ვუყურებ, არა როგორც რესტორნის მეპატრონე და ბიზნესის წარმომადგენელი, არამედ, როგრც მომხმარებელი. HACCP-ის სისტემა არის მომხმარებელზე გათვლა, ის ისეთ გარემოში შედის, სადაც გარკვეული სტანდარტები არის დაცული. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ გარკვეული სტანდარტები დაცულია, მომხმარებელი შესაბამის არჩევანს თავად გააკეთებს. დღეს თვალი თუ არ დაიხუჭა, რესტორნების 80-90% ამას ვერ შეასრულებს. ეს საკითხი უბრალოდ ფურცელზე დაწერილი კანონი რომ არ დარჩეს, შესაძლებლობა უნდა მივცეთ, ვისაც უნდა HACCP-ის სტანდარტით იყოს აღჭურვილი და ვისაც არ შეუძლია, ის უკვე​ კონკურენციიდან გამომდინარე, ვალდებული იქნება, გარკვეულ პერიოდში დახვეწოს ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.


BPN.GE




თეგები:
HACCP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up