,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - დაწესებულებების ნაწილი, რომელიც უკვე დაიხურა

,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - დაწესებულებების ნაწილი, რომელიც უკვე დაიხურა

access_time2021-03-04 18:00:31

გახსნის შემდეგ, რესტორნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. ,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ  საუბრისას განაცხადა.

 

ბურჯანაძის თქმით, ქსელური რესტორნების ის ნაწილი კი, რომლებიც გაიხსნა, მხოლოდ 40%-ით ფუნქციონირებს. ფილიალები კი გააუქმეს.

 

,,სანამ კოვიდ პანდემია დაიწყებოდა, ბაზარზე 10 000-მდე ობიექტი იყო. ამაში შედის - რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები და ა.შ. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა გადადგმული სწორი ნაბიჯები, ბაზარს ობიექტების 50% დატოვებდა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. პირველი ლოქდაუნის შემდეგ ქვეყანაში რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს. დარჩენილი ობიექტებიდან, ქსელურ რესტორნებს მოუწიათ ფილიალების შემცირება და მათი მხოლოდ 40% მუშაობს. 10 000-დან 700-მდე შემცირდა დელივერის (მიტანის) სერვისით დასაქმებული რესტორნების რიცხვიც“- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება.

 


,,დიდი რესტორნები, რეგულაციების ფარგლებში ვერ ახერხებენ ოპერირებას, რადგან ქორწილების და სხვა ივენთების მოწყობით იყვნენ დაკავებული. აკრძალვებიდან გამომდინარე, მათ გახსნას აზრი არ აქვს. ბაზარზე დაბრუნდნენ საშუალოზე პატარა ობიექტები. მეორე ლოქდაუნის დაწყებიდან ვამბობ, რომ თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება და ეს ვარაუდი, სამწუხაროდ, მართლდება. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამკლავება, განსაკუთრებით რთული იმიტომ არის, რომ ობიექტების 95% იჯარით აქვთ აღებული მეპატრონეებს და ვერანაირად ვერ ახერხებენ ქირის გადახდას.

 

ასევე სრულად დახურულია რესტორნები თბილისში და სხვა ქალაქებში ტურისტულ ზონებში. სანამ ტურისტებისათვის ქვეყანა ბოლომდე არ გაიხსნება, არანაირი შანსი არ აქვთ ბაზარზე დაბრუნების. რთული წარმოსადგენია, რომ მერე იგივე მფლობელები დაუბრუნდნენ ფართებს. სავარაუდოდ, ბაზარს სხვა ოპერატორები აითვისებენ.

 

დღეს, დახურულია ის რესტორნებიც კი, რომლებიც იჯარას არ იხდიან, ,,ქართული სახლი“, ,,თავადური“ და ა.შ. დახურულია ,,მაჭახელაც“. სანაპიროზე უამრავი რესტორანი იყიდება, მაგრამ ბაზარზე მყიდველიც არ ჩანს“, - განუცხადა ბურჯანაძემ.

 

შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან რესტორნების გარე სივრცეები გაიხსნა, 8 მარტიდან კი, რეგულაციების დაცვით რესტორნების შიდა სივრცეებიც გაიხსნება.

 

 

„ბიზნესპრესნიუსი“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up