„რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი - თუ დროულად არ მოხდა სარესტორნო ბიზნესის გახსნა, არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება

„რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი - თუ დროულად არ მოხდა სარესტორნო ბიზნესის გახსნა, არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება

access_time2021-01-06 18:00:00

გაზის გაძვირება კომერციულ სტრუქტურებზე თბილისში თავიდან ავირიდეთ, 26 - თეთრიანი მატება, რომელიც იყო დაანონსებული, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის შეთანხმების შედეგად გადაიდო, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.



მისივე თქმით, თუ სარესტორნო ბიზნესის გახსნა დროულად არ მოხდა, ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება.




„წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება წარმოუდგენელი რეალობა არის ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სუბსიდირება მოხდა, გადიდებული ტარიფით გაძვირდება როგორც წარმოებული, ასევე შემოტანილი პროდუქცია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტში არ არის ის სიტუაცია, სადაც ზედმეტად შემოდის თანხა, რომ დასუბსიდირდეს გადასახადები. ეს ფული მოაკლდება სხვა სფეროს, ან ჩვენი გადახდილი თანხებით დასუბსიდირდება, ან გამოაკლდება რომელიმე ღონისძიებას, ან ვალად აღებული თანხა იქნება, რაც დამატებითი ტვირთია ჩვენი ბიუჯეტისთვის და მოსახლეობისთვის. ტარიფის გაძვირება გამოწვეულია ცოტა მოხმარებით - დაკეტილია უამრავი ობიექტი და ნაკლები მოხმარების გამო იზრდება ტარიფი. ამას ემატება დისონანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის, დოლარის კურსი და ა.შ. ამ გაზრდილი ტარიფით ხდება ის, რომ გაძვირდება ბევრი პროდუქცია და ბიუჯეტს დააკლდება თანხა. სუბსიდირება 1 წლის განმავლობაში არის გამოცხადებული, თუ კოვიდსიტუაციის გამო იგივე რეჟიმში ვიყავით და პრობლემები დარჩა, ეს უკვე თითოეულ მოსახლეზე აისახება და შემსყიდველუნარიანობა დავარდება. თუ დროულად არ მოხდა სარესტორნო ბიზნესის გახსნა ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან გაიხსნება მხოლოდ 10%“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up