რესტორატორთა ასოციაციის  დამფუძნებელი: გვაქვს შეთავაზება, ამ სფეროში არსებული ბიზნესოპერატორები, რომლებიც შექმნიან მწვანე ზონებს და უსაფრთხო გარემოს მათ შესაძლებლობა მიეცეთ გარკვეულწილად ულიმიტოდ იმუშაონ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: გვაქვს შეთავაზება, ამ სფეროში არსებული ბიზნესოპერატორები, რომლებიც შექმნიან მწვანე ზონებს და უსაფრთხო გარემოს მათ შესაძლებლობა მიეცეთ გარკვეულწილად ულიმიტოდ იმუშაონ

access_time2021-09-14 17:00:00

ზოგადად, ნებისმიერი ინიციატივა ეფუძნება მწვანე ზონის შექმნას და ადამიანების უსაფრთხო გარემოში ყოფნას, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ინიციატივა როცა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოდის გაორმაგებულად დადებითია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ურთულეს რეალობაშია ქვეყანა კოვიდის გამო და ადამიანები სადაც არ უნდა გადაადგილდნენ, თუ ისინი უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, რა თქმა უნდა ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელია, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი აქამდეც უნდა გადადგმულიყო.


„რესტორნებისთვის პირველ შემთხვევაში ეს იქნება ნებაყოფლობითი. ბიზნესი ამას თვითონ შეხედავს, რამდენად მისაღებია მისთვის, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს აუცილებელია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე კოვიდვითარების დასაძლევად. იქიდან გამომდინარე რომ დაბალია აცრილთა რაოდენობა, შეიძლება თავდაპირველად ბიზნესისთვის შემაფერხებელი იყოს, მაგრამ პირველი ნაბიჯი თუ არ გადაიდგა მას მეორე და მესამე ვერ მოჰყვება. აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი შეიძლება აქამდეც უნდა გადამდგარიყო, რომ საზოგადოებას ამ ვითარებაში გააზრებული არ აქვს რა საფრთხის წინაშე დგას და ჰგონიათ, რომ ეს თავისთვის გადაივლის. თავისთვის ვერ გადაივლის ერთ წრეზე დავდივართ, მეორეზე მივდივართ, მესამეზე, მეოთხეზე იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არ განვითარდება. გვაქვს შეთავაზება, ამ სფეროში არსებული ბიზნესოპერატორები, რომლებიც შექმნიან მწვანე ზონებს და უსაფრთხო გარემოს მათ შესაძლებლობა მიეცეთ გარკვეულწილად ულიმიტოდ იმუშაონ, იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც მუშაობდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


„ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე აცხადებს, რომ აღნიშნულ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ.



„აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადადგმული ნაბიჯი, მთავარია ამ ყველაფერს მოჰყვეს რეგულაციების შემსუბუქება და დავნერგავთ, ვნახავთ, ვიმუშავებთ და იმედია, საბჭო ცოტა შეგვიმსუბუქებს რეგულაციებს. დროის შეზღუდვა არის უმთავრესი პრობლემა ჯერჯერობით და დახურულ სივრცეებში ხალხის რაოდენობა“, – განაცხადა ბასლანძემ.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდსაშვის ონლაინ პლატფორმა შექმნა. Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, კოვიდსაშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.



1tv.ge








ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი
access_time2021-09-25 10:00:51
გასულ კვირაში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მთავრობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას მესამედ ცდილობს. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ყველაზე მაღალი 13.5 მლნ ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების...


მსგავსი სიახლეები

up