რესტორატორი: Covid პასპორტის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

რესტორატორი: Covid პასპორტის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

access_time2021-04-19 14:00:11

რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე jandacva.ge-სთან  საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის ამოქმედების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია და ის ნამდვილად ქმედითი იქნება. თუმცა, მისივე მტკიცებით, მთავარია ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნას და სამასპინძლო ბიზნესი ადგილობრივ მომხმარებელზე 100%-ით არ იყოს დამოკიდებული.

 

„ჩვენი ობიექტის შემოსავლის ძირითად ნაწილს ტურისტებისგან მიღებული თანხები წარმოადგენდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რესტორანი დღეის მდგომარეობით მხოლოდ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზეა. ეს ერთ-ერთი ტურისტული ქუჩაა. ამიტომ ტურისტებია საჭირო, თორემ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს  რესტორანში დასახარჯი ფული არ აქვს,“-აცხადებს ტრაპაიძე.

 

მისივე განმატებით, ვაქცინაციის და  მთავრობის აღნიშნული ინიციატივის გარეშე ბიზნესს და ეკონომიკას ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება კიდევ დიდხანს გაუჭირდება.

 


როგორც ტრაპაიძე აღნიშნავს, ობიექტი 1 წელზე მეტია დახურულია. რესტორან „11 კათხას“ დირექტორი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის ტურისტი და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაცემულია,   ობიექტის გახსნა არ უღირთ.

 

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება.

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, აპლიკაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და, გარდა მოგზაურობისა, მას შესაძლოა, კაფე-რესტორნებში „საშვის“ ფუნქციაც ჰქონდეს. ჩხაიძის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ ორჯერადი აცრის ცნობით შესაძლებელი გახდეს, მაგალითად შაბათ-კვირას რესტორნებისა და კლუბების შიდა სივრცეებში შესვლა.

 

business-partner.ge





"საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის" - რითეილ გრუპ ჯორჯია

access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში,...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up