რესტორანი სრული დატვირთვით მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც საზღვრები გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება“

რესტორანი სრული დატვირთვით მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც საზღვრები გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება“

access_time2020-07-07 10:50:22

„რესტორანი სრული დატვირთვით მხოლოდ მაშინ იმუშავებს,როდესაც საზღვრები გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება“,-ამის შესახებ „კომერსანტს“  ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის „G.G Group“-ის რესტორნების „MARANI HALL“ მცხეთისა და „MARANI RESTAURANT & BAR“- ის დირექტორმა მალხაზ ნუცუბიძემ განუცხადა.  მისი თქმით, რესტორნების ქსელი ახლა მუშაობენ იმისთვის რომ გადარჩნენ, თუმცა ნუცუბიძეს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება. პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა შიდა ტურიზმია, თუმცა რესტორნის დირექტორი აცხადებს, რომ შიდა ტურიზმით რესტორანი 60 პროცენტით დაიტვირთება:

 

„თბილისშიც და მცხეთაშიც მუშაობა განვაახლეთ, ვიცავთ ყველა არსებულ რეგულაციას. მცხეთის „მარანში“ უმეტესად დღესასწაულები ტარდებოდა, თუმცა არსებულ მდგომარეობას მოვერგეთ და მცირე ღონისძიებები დავგეგმეთ, ვიწვევთ მომღერლებს და მსახიობებს , ასევე აქტიური მარკეტინგული კამპანია დავიწყეთ სოციალურ ქსელში.  თბილისში ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა, სრულად მუშაობისთვის ტურისტი ჩვენთვის აუცილებელია, რადგან წილობრივად ჩვენს სტუმრებში ტურისტებს საშუალოდ 40 პროცენტი ეკავა. რა თქმა უნდა სრული დატვირთვა არ გვაქვს, ახლა ბიზნესის შენარჩუნებაზე ვართ ორიენტირებულები. აღსანიშნავია ისიც, რომ შიდა ტურიზმით რესტორანი 60 პროცენტით დაიტვირთება, რადგან მოსახლეობა უმეტესად რეგიონებში გადის“, - განმარტავს მალხაზ ნუცუბიძე.

 

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც „G.G Group“-ის დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში ამახვილებს ყურადღებას გაზრდილი ხარჯებია, რომელიც წესით მენიუზე უნდა ასახულიყო, თუმცა მალხაზ ნუცუბიძე აცხადებს, რომ მარანის რესტორნების ქსელში მენიუს ფასები არ შეცვლილა.


 

„ჩვენ დავტოვეთ ის თანხები, რომელიც პანდემიის გავრცელებამდე იყო , რადგან ვთვლით რომ ბიზნესზე გაზრდილი ფასები უარყოფითად აისახება, შემოსავლები მომხმარებლებსაც შეუმცირდათ და მგონია, რომ გაზრდილი თანხის გადახდა გაუჭირდებათ. ზარალს რაც შეეხება, ჩვენ ზარალი არ გვაქვს, რადგან პროდუქციას ყოველდღე ვყიდულობდით, ჩვენ პროდუქტი არ გვქონდა შენახული, საწყობში პროდუქცია თვეობით არ გვაქვს, თუ რამე გვქონდა ჩემს თანამშრომლებს დავურიგე და მცირე დახმარება გავუწიე ამით. რაც შეეხება იჯარას, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, რომ შექმნილი მდგომარეობა გაითვალისწინო, ხელშეკრულებაშიც წერია ფორსმაჟორი, ყველაფერი ისე დაანგარიშდა როგორც საჭიროა და მადლობა ჩვენს მოიჯარეებს, რომ ყველანაირად ხელი შეგვიწყვეს, პანდემიის პერიოდში არანაირ იჯარაზე არ იყო საუბარი“, - აცხადებს მალხაზ ნუცუბიძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up