რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

access_time2020-01-27 15:50:44

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა.  შედეგად,  ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის ვადა 2023 წლამდე გადაუვადდა. ამასთან, ამ პერიოდის განმვალობაში „ჰუალინგს“ ყოველდღიურად 500 ლარის ნაცვლად 1-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.


 


მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ „ჰუალინგი“ ამ პერიოდშიც ვერ შეძლებს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობას, ის 2023 წლის 26 ოქტომბრიდან ყოველდღიურად კვლავ 500 ლარით დაჯარიმდება.

 

პროექტის მიხედვით, ადგილზე სასტუმრო “ჰუალინგ თბილისის ჰოთელ & პრეფერენსი” უნდა განთავსდეს, საპროექტო შენობას  მიწისქვეშა სამი სართული და მიწისზედა ცამეტი სართული აქვს. არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ რომ:


 



„საპროექტო შენობას  გააჩნია მიწისქვეშა სამი და მიწისზედა ცამეტი სართული(ტექნიკური სართულის ჩათვლით). არსებული შენობა განიცდის რეკონსტრუქციას. ამის შედეგად მიწისზემოთ და მიწისქვემოთ ხდება ნაწილობრივი მიშენება და შენობის შიგნით სართულის ჩამატება.  შენობა გამაგრდება კონსტრუქციულად. მიწისქვეშა ნაწილზე ხდება ანაკრები ბეტონის ფილისა და გარე კედლების დემონტაჟი, ახალი რ/ბ კედლების , ჰიდროსაიზოლაციო და დამცავი ფენის მოწყობა. მიწისქვეშა ორ სართულზე ეწყობა დახურული ავტოსადგომი 30 ავტომობილზე გათვლილი. ასევე განთავსებულია სახანძრო ტუმბოებისა და ავზის ოთახი. სათადარიგო ელექტრო მომარაგების ოთახი, რეკონსტრუქცია მიწისზედა ნაწილზე მოიცავს  აუზის სივრცის დამატებას. მიწისზედა მესამე სართულის აივანი წარმოადგენს გამწვანებულ სივრცეს. საპრეოქტო შენობაში არის სამი ძირითადი კიბე და ორი სახანძრო სამაშველო ლიფტების უჯრედი. აღნიშნული კვანძები მორგებულია 41 დადგენილებასა და სახანძრო ნორმებს. ასევე მთელი საპროექტო შენობა მისაწვდომია შშმ პირთათვის. 0,000 ნიშნულზე მოწყობილია რესტორანი ,სამზარეულო, ლობი და ბანკი.ზედა სართულებზე აუზი, საუნა საოფისე ფართები ,სასტუმროს ნომრები და ტექ. დანადგარების ოთახები.სასტუმროში არის ისეთი ნომრებიც ,რომლებიც მისაწვდომია შშმ პირთათვის“, - ვკითხულობთ არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 



„ჰუალინგში“ განმარტავდნენ, რომ მშენებლობას სანებართვო პროცედურების გაჭიანურების გამო ვერ იწყებდნენ. პროექტის შეთანხმება 2019 წლის 26 ნოემბერს შეძლო. არქიტექტურის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ხარვეზები მოთხოვნის შესაბამისად გამოსწორებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ Hualing international special economic zone განმარტებით ბარათში წერს, რომ კომპანიას მოსაკრებელი არასწორად აქვს გადახდილი, ზედმეტი ოდენობის თანხა და შესაბამის უწყებას თანხის უკან დაბრუნებაზე განაცხადს გაუგზავნის.

 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე  2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.


ბაჩო ადამია


თეგები:
ჰუალინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up