პოპულარულ ქართულ რესტორან „გუჯარს“ ახალი მმართველი ჰყავს

პოპულარულ ქართულ რესტორან „გუჯარს“ ახალი მმართველი ჰყავს

access_time2019-11-06 13:30:56

„კომერსანტის„  ექსკლუზიური ინფორმაციით „რესტორან მუზეუმ გუჯარს„  ახალი მმართველი ჰყავს. რესტორნის 100 პროცენტის წილის მფლობელმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა „გუჯარი“  საერთაშორისო რესტორნების ჰოლდგინგ G.G Group -ს 10 წლით მართვაში გადასცა. მმართველმა კომპანიამ რესტორანს სახელი უკვე შეუცვალა „რესტორანი მუზეუმი „გუჯარი“ ოპერირებას „მარანი ჰოლი“- ს ბრენდის ქვეშ აგრძელებს. რესტორნის ახალი დირექტორი მალხაზ ნუცუბიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „მარანი ჰოლი“ სტუმრებს განახლებული კონცეფციის მიხედვით უმასპინძლებს.

 

„რესტორანი „გუჯარის“ სახელწოდების რებრენდინგი მოხდა, ჩვენ მარანის ბრენდის ქვეშ ერთი რესტორანი „მარანი რესტორანი და ბარი“ გვაქვს, ამიტომ „მარანი ჰოლი“ მისი ფილიალი იქნება. ტერიტორიაზე მოეწყო ახალი ტერასა, დიდი ღია დარბაზი მთლიანად გადაკეთდა- გადაიხურა, შუშებში ჩაისვა და გათბობა მოეწყო. ყველაფერი შევცვალეთ მთლიანად ეზოში. ასევე მოვაწყვეთ  მაღალი დონის სადეგუსტაციოც“, - განაცხადა მალხაზ ნუცუბიძემ.

 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „რესტორან მუზეუმ გუჯარის  100 პროცენტიანი წილის მფლობელი ელგუჯა ბუბუტეიშვილი კომპანიის გაყიდვას გეგმავდა. „კომერსანტის“ კითხვაზე „G.G Group“ ხომ არ არის დაინტერესებული ობიექტის შესყიდვით ,მალხაზ ნუცუბიძემ განგვიცხადა, რომ კომპანია რესტორნის მხოლოდ 10 წლით მართვას გეგმავს.


 

„კომერსანტი“ შეეცადა ელგუჯა ბუბუტეიშვილთან დაკავშირებას, რათა გაგვერკვია რატომ გადაწყვიტა ბიზნესმენმა „გუჯარის“ 10 წლით გადაეცა ახალი კომპანიისთვის თუმცა, მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.

 

აღსანიშნავია, ის რომ ბუბუტეიშვილის სახელს უკავშირდება ისეთი კომპანიები როგორი არის სს სარაჯიშვილი, შპს სასტუმრო ,,მცხეთა და შპს ანასა.

 

რაც შეეხება „G.G Group“ - ს კომპანია წარმატებით ოპერირებს რუსულ სარესტორნო ბაზარზე. რესტორნის ჰოლდინგი, უკვე 30-ზე მეტ რესტორანს მოიცავს, მათ შორის არის „ИМЕРЕТИ“ „кафе хинкальная“ „Мукузани“ და ა.შ.



ბაჩო ადამია




დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up