რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - საჭიროა სერიოზული მუშაობა, რათა მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში დაავადების სამართავად, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - საჭიროა სერიოზული მუშაობა, რათა მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში დაავადების სამართავად, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს

access_time2020-11-18 19:21:07

საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს ზეწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ლევან გოფოძის თქმითვე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად განვუმარტოთ, რომ აუცილებელი არ არის ჰოსპიტალში ყოფნა დაავადების სამართავად და საშიშროებას არ წარმოადგენს ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა. მისი გოფოძის განცხადებით, ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.




„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში და იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია ამას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში უკვე უნდა მთლიანად ჩამოყალიბდეს ყველა ეს კრიტერიუმი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა და ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილია ტესტირების რაოდენობების გაზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,“ - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up