ავთანდილ იმედაძე: საპარტნიორო ფონდს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გაახსენდა, რაც მათ მავნებლურ პოლიტიკას დავუპირისპირდი

ავთანდილ იმედაძე: საპარტნიორო ფონდს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გაახსენდა, რაც მათ მავნებლურ პოლიტიკას დავუპირისპირდი

access_time2018-09-18 17:30:42

„საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებას მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ეხმაურება. ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ის მზადაა ნებისმიერი ტიპის შემოწმებისთვის.


მისი ინფორმაციით, თუ საქმეს სჭირდება კლინიკაში შევიდეს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ისე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა.როგორც იმედაძე მოითხოვს, ფინანსური დოკუმენტაციის და ზოგადად, აღნიშნული საქმის დეტალების გასაჯაროებას, რათა საზოგადოებამ დაინახოს ტყუილ-მართალი.


„საპარტნიორო ფონდის განცხადება ცილისმწამებლურია და მიმართულია ჩემი დისკრედიტაციისაკენ. თუმცა, მათ ეს არ გამოუვათ. საპარტნიორო ფონდს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გაახსენდა, რაც მათ მავნებლურ პოლიტიკას დავუპირისპირდი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში არანაირი ფინანსური დარღვევები არ არსებობს. რაც შეეხება აუდიტის შემოწმებას, მე მათ 2 თვის წინ მივმართე წერილით, რომ თუ თვლიდნენ, რომ ის რეკომენდაციები, რაც ერთ-ერთმა აუდიტორულმა კომპანიამ გასცა, არის და აღიქმება ფინანსურ დარღევევად, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისადმი. ეს ჩემი თხოვნა იყო. თუ კლინიკაში ფინანსური დარღვევები იყო, აქამდე რატომ არ ვართ დაჭერილები და რატომ არ არის ეს საქმე შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაცემული? როცა ჩვენ მწვავე განცხადებების გაკეთება დავიწყეთ მაშინ გაახსენდათ აუდიტის სამსახური? “-აცხადებს იმედაძე.


კითხვაზე, ხომ არ  არსებობს  ინტერესი იმისა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფო“  და მისი მიმდებარე ტერიტორია გასხვისდეს,  იმედაძე განმარატავს, რომ მთავრობის პოლიტიკა და სურვილია ის, რომ ქვეყანაში ერთი სახელმწიფო კლინიკა არსებობდეს. ანალოგიური სურვილი აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც, ამიტომ მსგავსი ინტერესი  არ შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს. 



როგორც ცნობილია, „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ გუშინ „კომერსანტთან„ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან დაპირისპირების მიზეზებზე ექსკლუზიურად ისაუბრა. მისი განცხადებით, საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება უნდა. იმედაძემ განაცხადა, რომ  „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სწორედ მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა.  „ დავით საგანელიძე. ის მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“-აცხადებდა გუშინ „კომერსანტთან“ იმედაძე. 



ავთანდილ იმედაძის განცხადებას,„საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.



ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.



„კომერსანტი“ 





უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up