რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით დაკვირვების მიზნით 13 პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სიმპტომები არ აქვთ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით დაკვირვების მიზნით 13 პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სიმპტომები არ აქვთ

access_time2020-03-01 12:15:29

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გობროძის განცხადებით, გუშინ ღამით კლინიკაში დაკვირვების მიზნით, 13 პაციენტი შეიყვანეს.

ლევან გობროძის თქმით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ლევან გობროძის განმარტებით, 13-დან მხოლოდ ოთხს დაუფიქსირდა დაბალი ტემპერატურა და ყველა მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„გუშინ ღამე კლინიკაში შემოყვანილი იქნა 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. ეს პაციენტები კლინიკაში გადმოყვანილნი არიან დაკვირვების მიზნით, მათგან უმეტესობას არც ტემპერატურა არც სხვა რამე სიმპტომი არ აღენიშნება, მაგრამ კარანტინის წესები მოითხოვს იმას, რომ პაციენტები იყვნენ მაინც იზოლირებულები და დაკვირვების ქვეშ. ამიტომაც ეს პაციენტები იქნენ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილები. ღამის განმავლობაში მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, მხოლოდ 13-დან ოთხს აღენიშნა ტემპერატურა 37 და 37,2- ის ფარგლებში, სხვა კორონავისრუსისთვის დამახასიათებელი გამოხატული სიმპტომები მათ არ აქვთ“ ,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

ლევან გობროძე ამბობს, რომ დღეს გადაწყდება, რამდენი პაციენტი დატოვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს.


„დღეს თითოეულ მათგანს ჩაუტარდება ინფექციონისტის კონსულტაცია, ქალბატონი მარინა ეზუგბაია მოვა ჩვენთან და გადავწყვეტ, რამდენს გავუშვებთ და რამდენს დავტოვებთ. ეს პაციენტები რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ. უბრალოდ ვინაიდან იქ მოიმატა დასაკვირვებელ პაციენტთა რაოდენობამ, ყველაზე მსუბუქი პაციენტები დაკვირვების მიზნით გადმოყავანილი იქნენ ჩვენს კლინიკაში. საკარანტინო ზომები კლინიკაში მიღებულია. თქვენ ხედავთ, რომ პერიმეტრი ჩაკეტილია. საკარანტინო ზონები გამოყოფილია და მთლიანად იზოლირებულია ერთმანეთისაგან, რასაც მოითხოვს კარანტინის ზომები“ ,- განაცხადა ლევან გობროძემ.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია ქალაქის ცენტრში საკარანტინო ზონა, მან უპასუხა, რომ საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს.

„თუ გავითვალისწინებთ, რა მექანიზმით ვრცელდება კორონავირუსი, ეს არის წვეთოვანი გზა, საკმარისია ერთ მეტრზე მეტი დისტანცია ადამიანთან და უკვე გადაცემა არ ხდება. ქალაქ გარეთ ამ ხალხის იზოლირების საჭიროება არ არის“ ,- განაცხადა ლევან გობროძემ.

 

1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up