Respublica: გერმანული კომპანია დე ფაქტო აფხაზეთს ქალაქური ტიპის დასახლების მშენებლობას სთავაზობს

Respublica: გერმანული კომპანია დე ფაქტო აფხაზეთს ქალაქური ტიპის დასახლების მშენებლობას სთავაზობს

access_time2022-07-05 15:00:00

ტელეგრამის არხი Respublica აქვეყნებს გერმანული კომპანიის FVT–Group & Partner-ის წერილს (დსთ-ში წარმომადგენლობის სახელწოდებაა სააქციო საზოგადოება ХК «Партнер+») აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბისადმი. დოკუმენტის თანახმად, კომპანია აფხაზეთში 6 მლრდ ევროს ინვერსტიციას სთავაზობს ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12 ათას კაციანი „მცირე საკურორტო ქალაქის“ მშენებლობისთვის.

ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ, ეს „ჰუმანიტარული პროექტია“ და თანხები „საქველმოქმედო სახსრების ფარგლეში“ გამოიყოფა.

ინვერსტორი მშენებლობისთვის 5 კვადრატული კილომეტრის ფართობის გამოყოფას ითხოვს (500 ჰა) ამასთან წარადგენს მიზნების შესახებ დეკლარაციას, რომლითაც მოითხოვს 6 მლრდ ევროს ოდენობის სახელმწიფო გარანტიას ხელისუფლების შევცვლის და სხვა შემთხვევებში საინვესტიციო კრახის თავიდან ასაცილებლად.

„პროექტით გათვალისწინებულია, სკოლების, საბავშვო ბაღების, 100-ადგილიანი კლინიკის, ადმინისტრაციული შენობების, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, პოლიციის, სახანძრო და სხვა შენობების მშენებლობა, დასრულებულ პროექტს აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებს უსასყიდლოდ გადასცემენ“,- ნათქვამია წერილში.


Respublica-ს თანახმად, გერმანულ კომპანიას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ნაცვლად „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უპასუხა.

„გავეციანით შემოთავაზებულ ჰუმანიტარულ პროექტს „საკურორტო ქალაქისა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობის“ შესახებ, აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გამოთქვამს თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და სრული ნდობით იძლევა დაგეგმილი მიზნებისთვის მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის გარანტიას, კომუნიკაციების მშენებლობისა და კავშირგაბმულობის ნებართვების საჭირო პაკეტით: წყალმომარაგება, ელექტროენერგია და ა.შ.“, - ნათქვამია საპასუხო წერილში, რომელიც ბჟანიამ გაუგზავნა გერმანული კომპანიის წარმომადგენელს მიმდინარე წლის 13 მაისს.

წყარო: www.radiotavisupleba.ge

თეგები:
Respublica



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up