Responsible.ge-ს კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს სარეაბილიტაციო კურსის გავლა უფასოდ შეეძლება

Responsible.ge-ს კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს სარეაბილიტაციო კურსის გავლა უფასოდ შეეძლება

access_time2020-02-22 17:05:19

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.


აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების ამოცნობას რამდენიმე ქცევაზე დაკვირვებით მარტივად შევძლებთ: დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია თამაშის შეწყვეტა; ის მუდმივად ფიქრობს აზარტული თამაშების შესახებ და მზადაა სარისკო და ექსტრემალური რამ ჩაიდინოს მის გამო (მაგალითად, იქურდოს, რომ იშოვოს სათამაშო ფული და ა.შ.); მას აქვს ემოციების მართვის პრობლემა და, რაც ყველაზე მთავარია, მალავს, რომ თამაშობს; მალავს თამაშებში დახარჯული თანხის ოდენობას.


პრობლემას ის ამძაფრებს, რომ რეალურად არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც გამოავლენდა თამაშზე პრობლემურად დამოკიდებულ ადამიანთა ზუსტ რიცხვს. უმეტესობა მათგანს კი ხელი არ მიუწვდება ფსიქოლოგის მომსახურებაზე.


თუმცა 2020 წლიდან ფსიქოლოგიურ-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ნებისმიერ მსურველს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ მკურნალობის კურსს სრულიად უფასოდ ჩაუტარებს.


პროექტს კომპანია „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში აფინანსებს.


ფაქტმა, რომ აზარტული თამაშების კომპანია თამაშდამოკიდებულ ადამიანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსს აფინანსებს, საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტის დაფინანსება თამაშების კომპანიის მხრიდან PR-ნაბიჯია და ქმედითუნარიანი ვერ იქნება.






თუმცა, თავად „კამარას“ ხელმძღვანელი, ნათია ფანჯიკიძე სხვა აზრზეა. „რა თქმა უნდა, ეს ჰგავს სიგარეტის კოლოფზე წარწერას, მოწევა კლავს, რომელმაც ჩემზე ვერ გაჭრა, მხოლოდ მაბრაზებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე იმოქმედა“, - აცხადებს ნათია. „ჯობდა დონორობის სურვილი გამოეთქვა ფარმაბიზნესს ან რძის და ყველის ქარხანას, მაგრამ არ გამოუთქვამთ. კამარაში ფასიანი თერაპია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, ძალიან ხშირად გვწერდნენ გვერდზე უკმაყოფილო ადამიანები, რატომ არ არის უფასო სერვისიო, რადგან თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში სხვა ყველაფერთან შედარებით ძვირი არაა, მაინც ძვირია ბევრისთვის. „ევროპაბეთი“ ზუსტად იმდენს იხდის პაციენტისთვის, როგორი ტარიფიცაა ჩვენთან და არც ერთი თეთრით მეტს. ამდენად, „კამარა“ ამ მემორანდუმით არ მდიდრდება, მხოლოდ საშუალება გვეძლევა ბევრი ადამიანი მივიღოთ უფასოდ“, განმარტა ფანჯიკიძემ დამატებით.


„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას თქმით, პასუხისმგებლიანი კამპანიის მთავარი კონცეფცია არის ითამაშო მხოლოდ სიამოვნებისთვის. www.responsible.ge -იც სწორედ ამის დადასტურებაა.


„იმისათვის, რომ სლოგანი მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს, პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გააჩნია“, - აღნიშნავს ლაშა. „მათ შორის, ერთ-ერთია ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო სრული კურსი, რომელშიც პარტნიორობას „კამარა“ და მისი ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გვიწევს.


„ევროპაბეთისთვის“ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის მომხმარებელი, რომელიც თამაშობს სიამოვნებისთვის და პასუხისმგებლიანად, ამიტომაც ვგრძნობთ რა იმ რისკებს, რაც შეიძლება ადამიანს აზარტულმა თამაშებმა მოუტანოს, თავადვე ვსახავთ ამ რისკების და პრობლემების მოგვარების გზებს“, - აცხადებს გოგუა.


პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ნებისმიერი მსურველისთვის სრული კურსის გავლა უფასოა. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე.


„მიუხედავად იმისა, რომ, ერთგვარად, ცინიკური შეიძლება ჩანდეს, დაგაფინანსოს დაწესებულებამ, სადაც დაავადდი, და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, არავინ გამხდარიყო ავად, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს არის, და რადგან არც მზრუნველი არსად არავინაა, კარგია, რომ თავად ბიზნესისგან წამოვიდა შემოთავაზება, დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც თამაში გართობის ნაცვლად დაავადებად ექცა“, - აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.


„კამარადან“ ჯერჯერობით 4 სპეციალისტია მობილიზებული, თუმცა ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ პროექტის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია, რომ „კამარას“ ადამიანური რესურსი უფრო დიდი დატვირთვით ჩაერთოს.


(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up