რექტორის მოადგილე: ილიაუნიში აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი კურსდამთავრებული ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტია

რექტორის მოადგილე: ილიაუნიში აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი კურსდამთავრებული ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტია

access_time2019-02-15 09:55:40

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ნინო დობორჯგინიძეს კითხვები უჩნდება აქციის ორგანიზატორთა ნაწილის მიმართ, ვინაიდან მისი თქმით, ორგანიზატორთა დიდი ნაწილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

 

რაც შეეხება მოთხოვნას, გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, დობორჯგინიძე განმარტავს, რომ მას, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ახალ ფაკულტეტზე გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნები აგრესიულია, ვცდილობდით და ვეცდებით, რომ დიალოგის ფორმატში გადავიდეთ. რაც შეეხება ქადაგიძის დაბრუნებას, არასდროს გვითქვამს, რომ მის დაბრუნებას გამოვრიცხავთ. ახალ ფაკულტეტზე გამოცხადებულია კონკურსი და მას, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

 


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციებს უწყვეტ რეჟიმში მართავს. მათ დღეს რექტორის გადადგომა მოითხოვეს.

 

სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციამ გამოიწვია.

 

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც ბოლო დრომდე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი იყო, რეორგანიზაციისა და სკოლის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გაავრცელა.





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up