„რემდისივირის“ პარტიის შეძენის გამო, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს. ექიმი ამბობს, რომ ბაზარზე „რემდისივირზე“ ეფექტური და შედარებით იაფი წამალი არსებობს:
„HFNC შემოიტანეთ. 2 600 $ ღირს თითო. ინტუბაციისაგან იხსნა ათასობით პაციენტი. დამტკიცებულია ემპირიულად და კლინიკურად. რემდესევირზე იაფია და ეფექტური. მრავალჯერადი გამოყენების. სტრატეგიული მნიშვნელობისაა!“, - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა. მისი თქმით, ეს წამალი აფთიაქებში არ გაიყიდება და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება.
„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“,- განაცხადა გუშინ გამყრელიძემ.