რემაქს კაპიტალი: ბრენდული მაღაზიების ნაცვლად, სასურსათო მაღაზიები იხსნება

რემაქს კაპიტალი: ბრენდული მაღაზიების ნაცვლად, სასურსათო მაღაზიები იხსნება

access_time2020-12-28 16:30:18

2020 წელს უძრავი ქონების ბაზარს „ბიზნესპარტნიორთან“ „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი აჯამებს. მისი ინფორმაციით, პანდემიის გამო სექტორი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.


„2008 წლის ომის და კრიზისის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე იყო ყოველწლიური აღმასვლა, რაც პანდემიის გამო შეჩერდა და იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც გვქონდა 2008 წელს. ახლა ბაზარს განსხვავებული რეაგირება ჰქონდა, ვინაიდან ეს იყო პანდემია და მსხვილი მასშტაბის კრიზისი,“-აცხადებს მარიამ ასათიანი.


მისი განმარტებით, საცხოვრებელ სეგმენტში პირველი ლოკდაუნის დროს პრაქტიკულად შეჩერდა ტრანზაქციები, რადგან არ მუშაობდა საჯარო რეესტრიც და ტექნიკურად შეუძლებელი იყო ქონების რეგისტრაცია. ლოქდაუნის დასრულების შემდეგ, ბაზარმა დაიწყო აღდგენა და დაახლოებით 70%-იან ნიშნულს მიუახლოვდა.


ასათიანი აცხადებს, რომ ახლა ზრდის ტენდენცია სავარაუდოდ, შეჩერებული იქნება.


როგორც ასათიანი განმარტავს, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ, რომელმაც ეკონომ სეგმენტის ბინების გაყიდვა წინა წელთან შედარებით გაზარდა.



„საშუალო და პრემიალური სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა მაინც შემცირდა. ზრდა იყო მხოლოდ ეკონომ სეგმენტის ნაწილში, სადაც 11%-იანი ზრდაა. ეს კი მოხდა სუბსიდირების ხარჯზე, რომელიც თუ არ გაგრძელდა, მომავალ წელს ზრდა არ გვექნება,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.


რაც შეეხება საოფისე სეგმენტს, „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ისედაც მოსალოდნელი იყო ფასების კლება, რადგან ბაზარზე ხდებოდა ჭარბი საოფისე ფართის მიწოდება, განსაკუთრებით ვაკეში, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ბიზნეს ცენტრი იხსნებოდა. ბუნებრივია, როდესაც ასეთი კონკურენციაა, ეს ფასებზე მოქმედებს.


„ამ სიტუაციის გამო, როდესაც კომპანიების უდიდესი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და დიდი ფართები აღარ იყო საჭირო, ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა შედარებით მცირე ზომის ოფისში გადასვლა. მომავლისთვის ყველაზე დიდ ცვლილებებს ველოდებით საოფისე ფართების მიმართულებით, ვინაიდან გადახედვა მიდის პრიორიტეტების კომპანიების მხრიდან. მსხვილმა ბიზნეს ცენტრებმა ფასები ჯერ ოფიციალურად არ დაწიეს მაგრამ თავიანთი დამქირავებლების შენარჩუნების მიზნით მოუწიათ დათმობებზე წასვლა,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.


„რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი კომერციული ფართების სეგმენტსაც აფასებს და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ვაკანტურობა ცენტრალურ გამზირებზეა, სადაც უფრო მაღალი იყო იჯარის ფასი.


„კომპანიებს და მაღაზიებს აღარ შეეძლოთ გაზრდილი ფასის გადახდა, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას და ასეთი შედეგი გვაქვს ბრენდული მაღაზიები ტოვებენ ცენტრალურ გამზირებს და მათ ადგილს იკავებს ისეთი ობიექტები, რომელზე მოთხოვნაც პანდემიის დროს კვლავ არის, საუბარია სასურსათო და პირველადი მოთხოვნის მაღაზიებზე,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up