რეკომენდაციების პაკეტი ეპიდაფეთქების პრევენციისთვის!

რეკომენდაციების პაკეტი ეპიდაფეთქების პრევენციისთვის!

access_time2020-03-06 15:28:58

ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების პაკეტზე საუბრობს. მისი განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის  ეკონომიკური აჩრდილი და რისკების ზრდა ყველა სფეროშია. ქვეყანაში არსებულ სამომხმარებლო პროდუქციის მარაგებს და მოქმედების პროგრამას მინიმუმამდე დაჰყავს პანიკის საშიშროება. თუმცა ატმოსფერო დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა.


მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არსებულ საზოგადოებრივ მღელვარებას განაპირობებს პოლიტიკური რეალობა და მოვლენების აღქმა. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ გამოწვევების პირობებში, იმპროვიზებული მოქმედება ზრდის პანიკას, აღრმავებს რისკებს და ცვლის საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას. თავის მხრივ პანიკას აფერხებს არსებული მარაგები, ეპიდემიის ესკალაციის საფრთხის დაბალი დონე, სამოქმედო გეგმა, ზუსტი მიდგომები და მექანიზმები (რაც შესამუშავებელია).


„ ხაზგასასმელია, რომ დღეს, ვირუსისგან გამოწვეული პრობლემები ჩანასახოვან მდგომარეობაშია. თუმცა გლობალური გარემო, სასტარტო პროცესებით, მომავალი მზაობითა და არასასურველი პროგნოზების ფონზე უნდა განვიხილოთ. სამწუხაროდ, კორონავირუსმა ქვეყნები მოიცვა, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მოიცვა ყველა დარგი და სფერო. მზარდია მისი ეკონომიკური დარტყმები. შესაბამისად, დროულად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მზაობის ამაღლებისათვის. იმისათვის, რომ შემდგომ იმპროვიზებულ პოლიტიკასა და დაუგეგმავ ეკონომიკურ აქტივობებს არ ჰქონდეს ადგილი. ამიტომ, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:



  • ლოჯისტიკის სფეროს განსაზღვრული ჰქონდეს საკვები პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების მექანიზმები. ვითარების გამწვავების შემთხვევებისთვის, მიმწოდებლებს (შუამავალ რგოლს) დადგენილი უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში მისაწოდებელი პროდუქტების ასორტიმენტი;
  • ეპიდემიის ესკალაციის შემთხვევისთვის სავაჭრო ინდუსტრიის სფეროში უნდა არსებობდეს მოქმედების გეგმა და ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქტით უზრუნველყოფის მექანიზმები. არსებულ მოცემულობაში, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ფასწარმოქმნის პოლიტიკა;
  • ტურიზმი უნდა იყოს ძლიერი პროდუქტი. თუ გვინდა რომ ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა ვიყოთ, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების რიგში უნდა ვიყოთ ;
  • შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის იმ პოტენციურ ორგანიზაციებთან, რომლებიც პრიორიტეტული პროდუქტების დეფიციტის შევსების რესურსი აქვთ. იმპორტზე დამოკიდებულების გამო, სტიმულირებული უნდა იქნას ადგილობრივი ფერმერები და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება;
  • ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს სახელმწიფო პოლიტიკურ იმპერატივებს. მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნების მიზნით;
  • პრობლემების დაძლევის მიზნით, ხელისუფლება სინქრონში უნდა მუშაობდეს, როგორც სამედიცინო სფეროს ორგანიზაციებთან, ისე ყველა დარგის წარმომადგენელთან;

 

დაბოლოს,  იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ოპტიმიზმი შენარჩუნდეს საჭიროა  ახალი პოლიტიკური კლასის უნარი და მართვის ეფექტიანი მექანიზმები. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, ქართული ეკონომიკისთვის ინფლაცია ფუნდამენტურად უფრო პოზიტიური სცენარია, ვიდრე პანდემიის კატასტროფული შედეგები“-წერს  აბულაძე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up