რეკომენდაცია მთავრობას - რა უნდა გაკეთდეს საძოვრების ეფექტური მართვისა და გამოყენებისთვის

რეკომენდაცია მთავრობას - რა უნდა გაკეთდეს საძოვრების ეფექტური მართვისა და გამოყენებისთვის

access_time2021-11-01 11:00:06

მთავრობა  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის ახალი პროგრამაზე მუშაობს,  რომლის დამტკიცების შემთხვევაში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელები საძოვრებს აუქციონის გზით მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგვას შეძლებენ. თავის მხრივ, ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოდან აღებული ცნობებით უნდა დაასაბუთონ მფლობელობაში არსებული საქონლის რაოდენობა და ჯანმრთელობა.



პროგრამის ინიციატორების შეფასებით, ამ გზით  ჩატარებული აუქციონები გამორიცხავს საძოვრების ქვეიჯარით გაცემის ცუდ პრაქტიკას, რაც აქამდე მნიშვნელოვნად აძვირებდა საძოვრების ფასს.



აგროექსპერტები მთავრობას რეკომენდაციას უწევენ, თუ როგორ უნდა მოხდეს საძოვრების ეფექტური მართვა. ამასთან, საუბრობენ არსებულ პრობლემაზე, რასაც ფერმერები საძოვრებთან დაკავშირებით აწყდებიან. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭიჭაყუა განმარტავს, საძოვრების მაღალი ფასია, რაც ხელს უშლის მეცხოველეობას რენტაბელურ დარგად ჩამოყალიბებაში.



,,საქართველოში საძოვრებს 1,8 მლნ ჰა-მდე ფართობი უჭირავთ, აქედან 360 ათასი ჰა ბარშია. გამოდის, რომ 1,3 მლნ  ჰა-ზე მეტი საძოვრები მთიან რეგიონში რჩება, არათანაბრად არის განაწილებული. საერთოდ გაურკვეველია,  საძოვრების ვის რა ნაწილი ეკუთვნის,  ზოგი საერთოდ არ არის აღრიცხული, მოუწესრიგებელი საკითხია. რაც შეეხება იჯარას, მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გადასცეს თვითმმართველობას, რადგან მან და თემმა უკეთ იციან, როგორ გაანაწილონ. 1985 წელს მიღებული იყო კანონით, რომელიც არ შეცვლილა, თემს აქვს უფლება, განკარგოს საძოვრები.  რა თქმა უნდა, იჯარით გადაცემა ფერმერისთვის მისაღებია, მაგრამ იმისდა მიხედვით,  რა რაოდენობის ცხვარი და პირუტყვი ჰყავთ. პრობლემა არის რეალურად, ჩვენ საკმარისი საძოვრები არ გვაქვს, რაც არის, ისიც არასწორადაა განაწილებული.  ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ საძოვრების მართვის პროცესში თვითმმართველობა ჩაერთოს“, - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ საუბარში.



რაც შეეხება ფასებს, ამ ეტაპზე 1 ჰა საძოვრით სარგებლობის ტარიფი 15-დან 25 ლარამდე მერყეობს, ხარისხის შესაბამისად, ფასები მატულობს და არის შემთხვევები, როცა 60 ლარსაც აღწევს. 




მიხეილ ჭიჭაყუა მაღალ გადასახადს დარგის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და დასძენს, რომ არის შემთხვევები, როცა გადაძოვება ხდება, რაც პროდუქტიულობაზე ნეგატიურად მოქმედებს და თვითონ საძოვრებსაც უქმნის პრობლემას.



გარდა ამისა, როგორც აგროექსპერტი განმარტავს, 1 ჰა საძოვარი საკმარისია 7-8 ცხვრის გამოსაკვებად, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში, როცა საძოვარი მაღალი ხარისხისაა. არის  საძოვრები, რომლებსაც ჰექტარზე 2-3 ცხვარზე მეტის გამოკვების რესურსი არ აქვს.



,,კანონი ფერმერებისთვის წამახალისებელი უნდა იყოს, რომ დარგის განვითარებას შეწყოს ხელი, პირველ რიგში, ეს არის იჯარის მისაღები ფასი,  კერძოდ,  პირდაპირ იჯარით თუ  აიღებს საძოვარს და შესაბამისობაში იქნება მისი ცხვრის რაოდენობასთან, არ უნდა გაძვირდეს. მოვლა და გაფრთხილება  სჭირდება, რათა გადაძოვება არ მოხდეს. არაერთი შემთხვევაა, როცა მაგალითად, საძოვარი 1000 ცხვრისთვის არის განკუთვნილი და 3 000 ცხვარი ძოვს. პრობლემა ბევრია, ამიტომ  მეთოდი უნდა მოიძებნოს, რომ სწორად მოხდეს მართვა“, - აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“.



აგრარული სფეროს სპეციალისტი, მეცნიერი ანზორ მესხიშვილი მთავრობას რეკომენდაციას უწევს, თუ როგორ უნდა იმართებოდეს მიწა და რა ღონისძიებებია გასატარებელი საძოვრების მაღალეფექტურად გამოყენების მიზნით.



,,ზოგიერთი რაიონებიდან პირუტყვის (საქონლის) გადაყვანა ზაფხულის საძოვრებზე და უკან დაბრუნება ხდებოდა ტრანსპორტით, ძირითადად გადასარეკი ტრასებით, საჭიროა შესწავლილი იქნას პირუტყვის გადასარეკი ტრასების მდგომარეობა, რათა ადგილი არ ჰქონდეს გადასარეკი ტრასების უნებართვოდ დაკავებას; მნიშვნელოვანია, მოხდეს საძოვრების დეგრადაციის გამომწვევი მიზეზებისა და დეგრადაციის მდგომარეობის შესწავლა, რათა ვიცოდეთ, საძოვრების რამდენი პროცენტია დეგრადირებული; ამავე დროს, დასაზუსტებელია რა ღონისძიებებია საჭირო საძოვრების საფარის ეფექტურად გამოყენებისათვის. აღურიცხავი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში იმ საძოვრების გარდა, რომლებიც განლაგებულია ფაქტობრივად დაცარიელებული სოფლების ირგვლივ; მიმაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს საძოვრების გაყიდვა კერძო საკუთრებაში, გარდა ფაქტობრივად დაცარიელებული სოფლების ირგვლივ არსებული საძოვრებისა; ხოლო დასახლებული სოფლების სიახლოვეს არსებული საძოვრები გადაეცეს სოფლებს საერთო სარგებლობაში; რაც შეეხება გამონაკლისს,  დაცარიელებული სოფლების ირგვლივ არსებული საძოვრები უნდა გაიყიდოს კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე აუქციონის წესით შესაბამისი რაიონის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით“,განმარტავს ანზორ მესხიშვილი.

 


მისივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 26% საძოვარს უკავია. მათ შორის დმანისის რაიონში 59 583 ჰა, გურჯაანის რაიონში 11 900 ჰა და ყაზბეგის რაიონში ეს მაჩვენებელი  42 265 ჰა-ს შეადგენს.



ცნობისთვის, საძოვრების მართვის პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.



პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი საინფორმაციო კამპანია გრძელდება, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრებს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up