გიორგი კუპულაძე-„რეკლამები,რომლებშიც გვესაუბრებიან 0%იან განვადებაზე, არის ტყუილი“

გიორგი კუპულაძე-„რეკლამები,რომლებშიც გვესაუბრებიან 0%იან განვადებაზე, არის ტყუილი“

access_time2019-10-22 17:15:44

„სესხი უნდა ავიღოთ იმ შემთხვევაში თუ მისი აღების აუცილებელი საჭიროება არსებობს.“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ, რადიო „კომერსანტზე“ გადაცემაში „ფინანსური მრჩეველი“-ამ თემაზე ფინანსურმა მრჩეველმა გიორგი კეპულაძემ კომერსანტის დილის ეთერში, საზოგადოება და ბანკები, ფინანსური განათლების პლატფორმა Edufin ( ედუფინი) და კომერსანტის ერთობლივ რუბრიკაში ისაუბრა.


მისი განცხადებით, ზუსტად უნდა ვიცოდეთ,რომ ჩვენი შემოსავალი აუცილებლად მოემსახურება სესხს და გაწვედება. კეპულაძის მოსაზრებით, ზოგადად სესხი ხელს უწყობს იმას,რომ შენი სურვილი შესრულდეს დღეს და არ დაელოდო ერთი წელი ფულის აგროვებას.


„მითუმეტეს იპოთეკური სესხების შემთხვევაში, როცა ბინის შეძენაზეა საუბარი. ძალიან რთულია რომ ერთიანად ვინმეს ჰქონდეს ამდენი თანხა. ბევრი ახალი ბინა სწორედ იყიდება იპოთეკური სესხებით და ეს ძალიან კარგი საშუალებაა, თუნდაც უძრავი ქონების ბაზრისთვის და იმისთვის,რომ ფასები შენარჩუნდეს და ძალიან დაბლა არ დაეცეს. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კარგი არ არის,როცა უძრავ ქონებაზე დაბალი ფასებია“-აცხადებს კეპულაძე.


მისი განმარტებით, არსებობს სხვადასხვა სახის პროდუქტი, მნიშვნელოვანია რომ მათ შორის განსხვავების დანახვა. მაგალითად, განვადების გაკეთება უფრო მარტივი პროცედურებით მიმდინარეობს. „ თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვს 15 წთ-ში შეიძენ სასურველ ნივთს. სამომხმარებლო სესხი მეტ პროცედურას მოითხოვს, ამიტომ განვადება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სამომსხარებლო სესხი. რეკლამები,სადაც გვესაუბრებიან 0%იან განვადებაზე, არის ტყუილი. არავინ უფასოდ არაფერს არ მოგცემს, ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკია,რომელსაც ყველა ბიზნესი იყენებს და ამაში დასაძრახი არ არის. მთავარია,რომ ჩვენ დავუკვირდეთ და გავარკვიოთ სინამდვილეში,როგორ უნდა მოვიქცეთ.



იმისთვის რომ სესხი მოგვცეს ბანკმა, კარგი საკრედიტო ისტორია უნდა გვქონდეს. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, გვაქვს თუ არა ვადაგადაცილება სესხებზე, ან დავალიანება. თუ გვექნება ასეთ შემთხვევებს ეროვნული ბანკი მკაცრად აკონტროლებს. აუცილებელია გქონდეთ კარგი საკრედიტო რეიტინგი, რაც მსესხებლების ქცევებითა და მოქმედებებით დგინდება. ხშირია,როცა ადამიანს ჰქონდა ვადაგადაცილება და მერე გაუსტუმრებია, იმისთვის რომ ჩანაწერში ეს არ დარჩეს, შესაძლებელია მცირე სესხის აღება, დაფარვა და საკრედიტო ისტორიის გამოსწორება იმ ლაფსუსებისგან,რომლებიც შეიძლება ძალიან ბუნებრივი მიზეზებით იყოს გამოწვეული, მაგალითად, სამსახურის დაკარგვით და ა.შ


თუ სამსახური დაკარგე,ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს აქვთ ერთობლივი პროდუქტი, 6 თვით სესხს აზღვევენ. რაც კარგი საშუალებაა, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში,სადაც არათუ სამსახური და ხელფასი, მუდმივი და სტაბილური ძალიან ცოტა რამ არის. ეს პროდუქტი დამატებით გადასახადს მოიცავს, თუმცა მშვიდად ხარ.


ფინანსური განათლების დონე ძალიან დაბალია ჩვენ ქვეყანაში, ადამიანებს ფობიები აქვთ სხვადასხვა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით სამუშაოა, რომ იგივე, სესხი იქნება, თუ ანაბარი, კარგად ავუხსნათ მსესხებელს, რა პროდუქტზეა საუბარი“-აცხადებს კეპულაძე.


„კომერსანტი“





„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი
access_time2019-12-12 10:00:40
„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის მინიმუმ დაუფიქრებელი, მე არ მესმის მინისტრი სიღრმისეულად რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, შეუძლებელია  საბაზრო ეკონომიკის პირობებში ესეთი რაღაც თქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი....

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...


მსგავსი სიახლეები

up