“რეიტინგში ჩამოქვეითება არის მთავრობის არამიმდევრული პოლიტიკის შედეგი“ -  ლევან კობერიძე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგებს აფასებს

“რეიტინგში ჩამოქვეითება არის მთავრობის არამიმდევრული პოლიტიკის შედეგი“ - ლევან კობერიძე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგებს აფასებს

access_time2019-10-10 17:30:49

„სამწუხაროა, რომ ქვეყანამ 8 პუნქტით დაიწია უკან და გადაინაცვლა 74-ე ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ თუკი რაიმე რეიტინგებზე ვსაუბრობთ ქვეყანასთან მიმართებაში, კონკურეტუნარიანობის ინდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრი. ჩემი აზრით, რეიტინგში ჩამოქვეითება არის მთავრობის არამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ეს უბრალოდ შესაბამის მონაცემებს იძლევა. 2020 წლის ბიუჯეტსაც ეტყობა, რომ ორიენტირებულია არა ეკონომიკურ წინსვლასა და გარღვევებზე, არამედ საარჩევნო დღის რეჟიმზე. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ჩვენს რეიტინგზე აისახება,“ - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს 8 ადგილით ჩამოქვეითდა - 141 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა 74-ე ადგილზეა.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით,  ქვეყნის მიერ მიღებული ქულა მიმიდნარე წელს 60.6-ია, წინა რეიტინგში ის 61 იყო. ქვეყანამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან ორში არსებული პოზიცია გაიუარესა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციებისა და ბაზრის ზომის მიმართულებით აქვს. ინოვაციების კუთხით საქართველო 91-ე, ბაზრის ზომის მიხედვით კი 104-ე ადგილზეა.


როგორც ლევან კობერიძე აღნიშნავს, ხელისუფლება შეეცადე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ქვეყნის რეიტინგის ვარდნა კორუფციასთან ბრძოლის მონაცემების გაუმჯობესებით გადაეფარა.




„ხელისუფლებამ კონკურენტუნარიანობის ინდექსის 8 პუნქტიან ვარდნას დაუპირისპირა მესიჯი, რომ კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, მეორე პირველს ნამდვილად ვერ გადაწონის. რა შედეგებზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ როდესაც დღგ-ს ნაწილში ქვეყანაში 100 მილიონიანი ყალბი აქტივია შექმნილი, ამის ფონზე კი ერთი საჯარო მოხელეც არ არის დაკავებული. ასევე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსზე ნეგატიურად მოქმედებს სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს გადმობარება „ქართული ოცნების“ მიერ, ეს სწორედ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსში რეიტინგის მინიჭების დროს“, - განმარტა პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ.



რეიტინგი შედგენილია 12 ძირითადი ინდიკატორის შეფასების საფუძველზე. აქედან საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია ექვს კომპონენტში, კერძოდ ინფრასტრუქტურის (73-ე ადგილი), უნარების (46-ე ადგილი), ფინანსური სისტემის (91-ე ადგილი), ბაზრის მოცულობის (104-ე ადგილი), ბიზნესის დინამიურობის (58-ე ადგილი) და ინოვაციური შესაძლებლობების (91-ე ადგილი) კუთხით. გაურესება ფიქსირდება ინსტიტუტების (43-ე ადგილი), საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღების (55-ე ადგილი), მაკროეკონომიკური სტაბილურობის (84-ე ადგილი), ჯანდაცვის (87-ე ადგილი), პროდუქტების ბაზრისა (48-ე ადგილი) და შრომითი ბაზრის (37-ე ადგილი) კუთხით.


ნინო თამაზაშვილი





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up