„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

access_time2021-02-25 12:40:07

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.

 

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო ომი წააგო და ეკონომიკის ნიშნული 0-ს ჩამოსცდა, ამან გერმანიას მისცა შანსი, რომ ახალ ფუნდამენტზე აეშენებინა ის ეკონომიკა, რომელიც დღეს თავის სიძლიერით ევროკავშირში ლიდერია. როცა პლატფორმა გაქვს გასწორებული, ნულიდან აშენება უფრო ადვილია. ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს, ტურიზმი ჩამოიშალა, არანაირი წარმოებაც არ გვაქვს, მეგა პროექტები შეჩერებულია, გაჩერდა ანაკლია, ყველა პროექტი გაჩერდა. იქედან გამომდინარე, რომ ეს არის მოცემულობა, საჭიროა ეკონომიკის მშენებლობისთვის სწრაფი რეფორმების გატარება. მინდა, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელო, მეტი ევროპული ფული შემოვიდეს და  უფრო ახლოს ვიყო ამერიკასთან, თუ ეს არ მოხდა მაშინ მე, ბიზნესს მომიწევს გადავეწყო რუსულ რეისებზე და რუსეთის ინვესტიციებზე. რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

 

გიორგი კოდუა აცხადებს, რომ სტაბილური გარემოს ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშველობა აქვს, პოლიტიკურ ჭრილში კი მისი თქმით, საქართველოში სულ რყევებია. „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი თბილისი - ნიუ - იორკის რეისის დანიშვნას გეგმავდა. როგორც იგი გვიყვება, საუბარი ჰქონდა ამერიკის საელჩოსთან, მათი დახმარებით დაუკავშირდა American ariline - ს და ამერიკის საავიაციო ადმინისტრაციასაც, თუმცა მალევე მას ამერიკელ პარტნიორებთან რამდენიმე წერილის გაგზავნა დასჭირდა, რათა დაერწმუნებია, რომ ქვეყანაში არსებული რყევები რეისების შეფერხებას არ გამოიწვევდა. მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური გაუგებრობაა, ეს ინვესტორებს ძალიან ბევრ კითხვას უჩენს. მცდელობის მიუხედავად მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა როგორც კოდუა აცხადებს, არ გაჩერებულა და მაინც შუალედურ ფაზაშია. მისი განცხადებით დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება რთულია.

 

„ჩვენი მოლაპარაკებებიც ამერიკასთან დაპაუზდა. საქართველო „IASA“ სტანდარტებით ოპერირებს, რაც ევროპაში ფრენების უფლებას გულისხმობს, არც ერთ ავია კომპანიას ამერიკაში ფრენების უფლება არ გვაქვს, რადგან ჩვენ „FA“ რეგულაციები არ გვაქვს,  არც აეროპორტს აქვს გატარებული აუდიტი ამერიკის FA- თან,  აქედან გამომდინარე აეროპორტმა, ავიაკომპანიამ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც 160 დღიანი აუდიტი უნდა ჩაატაროს. მოლაპარაკებებში შუამავლად Airbus ჩავრთე, რადგან ჩვენ Airbus industrie - ში გავწევრიანდით. რეგიონალური დირექტორი ჩამოვიყვანეთ და მინისტრს შევახვედრეთ, ევროპა სრულად გვიჭერს მხარს, რომ თბილისიდან ამერიკის კონტინენტზე Airbus -ით მოხდეს ოპერირება. ეს იყო ხიდი, თუმცა ახლა ვიზიტი ევროპამაც გადადო, ამერიკა პასუხებს მთხოვს, ბიზნეს გეგმაში ხომ არაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა ბიზნესის კუთხით პოლიტიკური პროცესები ცხოვრებას მირთულებს, მეტი კითხვები ჩნდება, მეტი დარწმუნება გვჭირდება, სტაბილურობის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს, არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმით. არ არის საჭირო, სახელმწიფოს მოხელე ჩემ ბიზნეს პარტნიორს ესაუბროს, როდესაც სახელმწიფოში არის სტაბილური სიტუაცია, ეს ხომ ჩანს? თუ ქვეყანაში არის სტაბილური მდგომარეობა, უკვე შემდეგ, ინვესტორებთან საუბარი შეიძლება“, - აცხადებს გიორგი კოდუა.


 

სანამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა, ბიზნესმენს პრობლემები მანამდე შეექმნა. ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებმა „Air Georgia“-ს საქმიანობა კიდევ უფრო გაურთულა:

 

„სანამ პრემიერი შეიცვლებოდა მანამდე ჩემთან მოხდა ცვლილება, ხელახლა მომიწევს მემორანდუმის განხილვა, რადგან მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი რომელიც ასევე იყო ტრანსპორტის მიმართულების კურატორი და ჩემთან მეორე მხრიდან ხელის მომწერი იუსტიციის სამინისტროში გადავიდა. ჩვენ შორის მოლაპარაკება ძალიან პოზიტიურად მიდიოდა და ეს იყო ეკონომიკის სამინისტროდან ჩვენთვის ძალიან კარგი კადრი, რომელიც გვეხმარებოდა ამ პროექტის განხორციელებაში, მაგრამ  უცებ სხვა სამინისტროში გადაიყვანეს. დღემდე ტრანსპორტის საკითხებში ეკონომიკის სამინისტროს კურატორი დღემდე არ ჰყავს, ეს ჩვენი მემორანდუმი ისევ ჰაერში გამოეკიდა , ველოდებით როდის დაინიშნება მოადგილე და ტრანსპორტის  საკითხებში კურატორი. ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაცია კი გვაქვს მაგრამ, ნათია თურნავა მაინც პოლიტიკას განკარგავს და არ არის მენეჯმენტში ჩართული, ამაში ჩართული უფრო მინისტრის მოადგილე იყო, ვისთანაც ყველა დრაფტს განვიხილავდით“, - განმარტავს კოდუა.

 

მემორანდუმის გაფორმებას, თბილისში 50 მლნ დოლარის ღირებულების „Airbus 330“ - ის შემოიყვანა უნდა მოჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით მოლაპარაკებები დაპაუზებული ინვესტორი კომპანია უკან დახევას არ გეგმავს:

 

„ეს 50 მილიონის  ხელშეკრულება ერთადერთია, რომელიც მე კბილებით მიჭირავს და  არ არის დაპაუზებული. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ვისი თვითმფრინავიც არის ძალიან სერიოზული გუნდია, მართალია ჩვენი მთავრობიდან დაპაუზდა, მაგრამ თვითონ დაუკავშირდნენ ჩვენ სახელმწიფოს.  ეს არის  ებრაელების ჯგუფი, რომელიც ისრაელში კომპანია „el al“ - ის მეწილეები არიან. როდესაც  ჩვენი მხრიდან პროექტი დაპაუზდა, მათ მთავრობასთან მოლაპარაკებებში ისრაელის ელჩი ჩართეს, ეგონათ რომ ეს  ჩვენი, კერძო კომპანიის ბრალი იყო, არადა როდესაც ქვეყანაშია პრობლემები მე რა შუაში ვარ. 50 მილიონიანი თვითმფრინავის შემოყვანა კვლავ აქტუალურია, მიდის მოლაპარაკება, რადგან მეპატრონეები ებრაელები არიან  და მათი სურვილია, რომ მათი ინვესტიციები იყოს დაცული და სახელმწიფოსთან პირდაპირ კონტაქტზე გადიან. უბრალოდ დამატებით რგოლები დაემატა და ვნახოთ სადამდე მივალთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ Airbus 330 შემოვიდეს და ვვარაუდობთ რომ კონტრაქტს ხელი მარტში მოეწერება. ეს  თვითმფრინავი რომ შემოვა, უნდა დადგეს თბილისი- ნიუ იორკის, თბილისი ტორონტო, თბილისი -ბანკოკი, თბილისი - სეულის რეისებზე, ასეთ შორ მანძილებზეა საუბარი, რადგან თვითმფრინავი სამას კაციანია და გათვლილია შორ მანძილზე ფრენებისთვის“, - აცხადებს გიორგი კოდუა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up