რეიდები Deutche Bank-ის ფილიალებში და Panama Papers-ის სკანდალი

რეიდები Deutche Bank-ის ფილიალებში და Panama Papers-ის სკანდალი

access_time2019-09-26 14:00:10

ფრანკფურტში Deutche Bank-ის ოფისში პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ.  ბანკის ორი თანამშრომელი ეჭვმიტანილია კლიენტებისთვის ოფშორული ბიზნესის შექმნაში ფულის გათეთრების მიზნით.„ხუთშაბათს დილით, 170-ამდე პოლიციის ოფიცერმა,  პროკურორებმა და საგადასახადო ინსპექტორებმა Deutche Bank-ის ექვსი ოფისი გაჩხრიკა“- ნათქვამია ფრანკფურტის პროკურატურის ოფისის განცხადებაში.  


ჩხრეკის შედეგად მრავალრიცხოვანი წერილობითი და ელექტრონული ბიზნეს დოკუმენტები ამოიღეს.  „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამჟამად პოლიცია გერმანიის სხვადასხვა წერილში ჩვენი ბანკის ჩხრეკას ახორციელებს. გამოძიება ეხება Panama Papers-ის მასალებს.“ -  აცხადებენ Deutche Bank-ში.


„მეტ დეტალს მას შემდეგ გაგიზიარებთ, როგორც კი გავარკვევთ დეტალებს, ამჟამად ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან“- ნათქვამია განცხადებაში.


საფინანსო ინსტიტუტის აქციები 4:45 საათის მონაცემებით 3,4 პროცენტით დაეცა. ფრანკფურტის პროკურატურამ განაცხადა, რომ Panama Papers-ის მონაცემების შეფასებამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ბანკმა დახმარება გაუწია მომხმარებლებს, შეექმნათ ოფშორული კომპანიები საგადასახადო თავშესაფრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევები ესტონეთის ფილიალში ხდებოდა. გამოძიების მიხედვით, ბანკში დაახლოებით, 200 მილიარდი ევროს გათეთრება მოხდა.



ჯერ კიდევ 2016 წელს ფიქრობდნენ, რომ 900 -ზე მეტი ბანკის მომხმარებელი, რომელთა ბიზნესის მოცულობაც 311 მილიონ ევროს შეადგენდა, Deutche Bank-ის შვილობილი კომპანიის მიერ იყო დაცული, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დაფუძნებული.


ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხელისუფლებას რელევანტური ინფორმაცია მივაწოდეთ Panama Papers-თან დაკავშირებით და ახლა ბუნებრივია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომელბთ პროკურორებთან ფრანკფურტში. ჩვენს ინტერესებშიცაა, რომ ფაქტები მალევე გაირკვეს. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მზად ვიყავით საჭიროებისამებრ თანამშრომლობისთვის , ხელისუფლებამ ეს დაადასტურა კიდეც. “- ამბობს ბანკის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჯოერგ ეიგენდორფი.


Panama Papers-ის სკანდალი ეხმიანება მედიაში 2016 წელს მილიონობით დოკუმენტის გაჟონვას პანამაში დაფუძნებული ფირმის Mossack Fonseca-ს იურიდიული ფირმის მიერ. ამან გლობალური სკანდალი გამოიწვია, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ იყენებენ ძლევამოსილი კომპანიები ოფშორულ ფირმებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ამ ქაღალდებმა გამოავლინა, რამდენიმე ბანკის დანაშაული ფულის გათეთრებაში, მათ შორის იყო შვედური Nordea და Handelsbanken-ი. ორივე ბანკი 2015 წელს დაჯარიმდა, თუმცა 2016 წელს Panama Papers-ის მონაცემების გაჟონვის შემდეგ მათ არავითარი სასჯელი არ დაეკისრათ.


წლების მანძილზე დანაკარგების გამო ბევრმა ინვესტორმა Deutche Bank-ის მიმართ ნდობა დაკარგა. 2015 წელს, ბანკი რომელიც ერთ დროს Wall Street-ის საბანკო გიგანტებს ეჯიბრებოდა , გაუძლო სტრეს-ტესტს ამერიკაში, რესტრუქტურიზაციის რამდენიმე მცდელობას და რეიტინგების ვარდნას.წელს ბანკის აქციები თითქმის 50 პროცენტით შემცირდა.

 

CNBC.com

მარიამ მორგოშია





პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...


მსგავსი სიახლეები

up