„რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა რადიკალურად შეცვლის კანონშემოქმედების კულტურას“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა რადიკალურად შეცვლის კანონშემოქმედების კულტურას“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2020-12-25 10:55:39


საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პოზიტიურად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც  საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ შესაძლოა სავალდებულოდ გაიაროს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) პროცედურა.

 

 

"რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)  იძლევა ცალკეული რეგულაციის თანმდევი დანახარჯებისა და სარგებლის სისტემატიზებული ანალიზის შესაძლებლობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელებისათვის. ამასთან, აღნიშნული პროცედურა ამცირებს ნაჩქარევი, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს და კანონმდებლებს და დაინტერესებულ მხარეებს ფართო წარმოდგენას უქმნის გადაწყვეტილების მიღების სავარაუდო შედეგებზე.

 

 

ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ის დისბალანსი, რომელიც ამ ნაწილში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის აქამდე არსებობდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტებისთვის მსგავსი შეფასება მიმდინარე წელს  სავალდებულო გახდა, ხოლო პარლამენტის წევრს დღესაც შეუძლია ამ პროცედურების გარეშე მარტივად დაარეგისტრიროს ნებისმიერი კანონპროექტი. შედეგად კი მივიღეთ არაერთი დამატებითი რეგულაციური ტვირთი, რომლის შეფასებაც თავის დროზე არ მომხდარა და რომელიც შეიძლება ქმნიდეს ინვესტიციების მოზიდვისა და  ბიზნესის განვითარების კუთხით გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორებს.

 


 

 

შესაბამისად,  პრემიერ-მინისტრის ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისათვის უნივერსალურად დანერგილი შეფასების პროცედურები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს და მოგვცემს მაღალი დონის კოორდინაციას სახელისუფლებო შტოებს შორის. დამატებით, გაიზრდება კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, ანუ მივიღებთ პროცესში ყველა იმ მხარის მონაწილეობას, ვისზეც ამა თუ იმ რეგულაციამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა.

 

 

დასასრულს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ უკვე არსებული გამოცდილებით კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებულ დებატებში მხარეები გამოთქვამენ საკუთარ არგუმენტებს, თუმცა ამ არგუმენტების დანახარჯ-სარგებლიანობის მონეტარული შეფასება, როგორც წესი, აღარ ხდება: აღნიშნული პროცედურები სპეციალური მეთოდოლოგიით უნდა მიმდინარეობდეს, რომლის დანერგვაც, როგორც ჩანს, გარკვეულ დროს მოითხოვს.

 

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  მზად არის აქტიურად ჩაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) პროცედურების დანერგვაში, ისევე როგორც განვიხილავთ ზოგიერთი უკვე არსებული რეგულაციის ე.წ. Ex-post მიდგომით შეფასებას, რამაც ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა დაგვანახოს, რამდენად შექმნა ნეტო დადებითი სარგებელი ამა თუ იმ რეგულაციამ და ხომ არ არის საჭირო პოსტ-პანდემიური ეკონომიკის წახალისებისთვის ვიფიქროთ ზოგიერთი მათგანის მნიშვნელოვან შემსუბუქებაზე“- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up